Thumbnail

წარუმატებელი სტარტი – კალაშნიკოვამ წელი წაგებით დაიწყო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველმა ჩოგბურთელმა ძალები ჩინურ ტურნირზე სცადა
  • იაპონურ-რუმინულ დუეტთან მატჩი მხოლოდ საათს გაგრძელდა

29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ წლეულს პირველი მატჩი ჩაატარა, თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ 2020-ში წარმატებული სტარტი გამოუვიდა.

კალაშნიკოვა და რუსი ეკატერინა ალექსანდროვა ჩინეთის ქალაქ შენჟენში დაწყებულ ტურნირში (საპრიზო ფონდი 750 ათასი დოლარი) ჩაებნენ და მერვედფინალში იაპონურ-რუმინულ დუეტთან (მისაკი დოი-მონიკა ნიკულესკუ) 2:6, 2:6 წააგეს.

თამაში მხოლოდ საათს გაგრძელდა და ქართველმა და რუსმა ჩოგბურთელებმა ერთადერთი ბრეიკი განახორციელეს, თავად კი მოწოდება 5-ჯერ დათმეს.

შეგახსენებთ, რომ კალაშნიკოვა წყვილთა რეიტინგში 1425 ქულით 57-ე ადგილზეა, კარიერის პიკი კი 2016 წლის ივნისში ჰქონდა, როდესაც 43-ე პოზიციას უწია.

კომენტარები

ბოლო ამბები