Thumbnail
  • 21 წლის მაროკოელს დორტმუნდში იჯარა სეზონის ბოლოს უმთავრდება
  • მიუნხენის ბაიერნი მცველის ტრანსფერის შესაძლებლობას განიხილავს

მადრიდის რეალის მცველი აშრაფ ჰაკიმი, რომელიც ამჟამად იჯარის წესით დორტმუნდის ბორუსიაში გამოდის, სხვა გერმანული კლუბის ყურადღება დაიმსახურა. ესპანური მედიის ცნობით, 21 წლის ფეხბურთელით, რომელსაც დაცვის ორივე ფლანგზე წარმატებით შეუძლია თამაში, მიუნხენის ბაიერნი ინტერესდება.

უცნობია, როგორია ზიდანის გეგმები მაროკოელთან დაკავშირებით

ჰაკიმი დორტმუნდიდან "სამეფო კლუბში" სეზონის დასრულების შემდეგ, უპირობოდ უნდა დაბრუნდეს, თუმცა რეალში მისი მომავალი ამ დრომდე ბუნდოვანია. მაროკოელისთვის ძირითად - მარჯვენა მცველის პოზიციაზე ზინედინ ზიდანს დანიელ კარვახალი და ალვარო ოდრიოსოლა ჰყავს, დაცვის მარცხენა ფრთაზე კი - მარსელო და ფერლან მენდი.

როგორც ირკვევა, მიუნხენურმა გრანდმა ფეხბურთელის მომავალთან დაკავშირებული გეგმების შესახებ რეალს შეკითხვით უკვე მიმართა. და თუკი აღმოჩნდება, რომ ზიდანი ჰაკიმს პირველ გუნდში არ განიხილავს, ბაიერნი უკვე სრულფასოვან ტრანსფერზე იმუშავებს.

აშრაფ ჰაკიმი დორტმუნდში 2018 წლის ზაფხულში, იჯარის წესით გადავიდა. 2-წლიან ხელშეკრულებაში ფეხბურთელის გამოსყიდვის შესაძლებლობა გათვალისწინებული არ ყოფილა.

მიმდინარე სეზონში მაროკოელმა გერმანიის ბუნდესლიგის 17 მატჩში ითამაშა და 2 გატანილი გოლითა და 6 საგოლე პასით გამოირჩა. 

კომენტარები

ბოლო ამბები