Thumbnail

ხანძარი საფრთხეს ავსტრალიის ღია პირველობასაც უქმნის - რას უნდა ველოდოთ?

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • შესაძლოა, ხანძარმა ავსტრალიის ღია პირველობა გადადოს
  • მთავარი პრობლემა ჰაერის დაბინძურებაა
  • მოთამაშეთა ჯანმრთელობა პრიორიტეტულია
  • ორგანიზატორებს იმედი აქვთ, რომ ტურნირი 20 იანვარს დაიწყება

ბოლო დღეებია მსოფლიო პრესას ორი ძირითადი პრობლემა აწუხებს - ირან-ამერიკის გამწვავებული ურთიერთობა და ხანძარი ავსტრალიაში. სტიქიამ პრობლემები შესაძლოა ავსტრალიის ღია პირველობასაც შეუქმნას.

დიდი ჩოგბურთი მელბურნში 20 იანვრიდან უნდა დაიწყოს, თუმცა ცალკეული ღონისძიებები, ჩოგბურთელებისა და გულშემატკივარის ჩასვლა ავსტრალიაში, უკვე 15 იანვარიდან იგეგმება.

ხანძარი უშუალოდ მელბურნს პრობლემას ნაკლებად უქმნის და დიდი იმედია, რომ 20 იანვრისთვის ცეცხლის სტიქია საბოლოოდ დამარცხებული იქნება. უფრო დიდი პრობლემაა ჰაერის დაბინძურება, რომელსაც კვამლი ქმნის და რომელიც სწრაფად არ ქრება. ამჟამინდელი მონაცემებით, მელბურნში ჰაერის დაბინძურების დონე ძალიან მაღალია და ის მიზანშეწონილი არ არის იმ ადამიანებისთვის, რომელთაც სუნთქვის ორგანოებთან დაკავშირებული პრობლემები, დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა და სხვა, ამ ტიპის დაავადებები აწუხებს.

მარტივად რომ ვთქვათ, მელბურნში სუნთქვა შეიძლება, მაგრამ ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, მისთვის იქაური ჰაერი ამ ეტაპზე რეკომენდირებული არ უნდა იყოს.

ამ ეტაპზე ავსტრალიის ღია პირველობის ორგანიზატორები გამოსავალზე ფიქრობენ და ერთ-ერთ ვარიანტად ტურნირის სტარტის გადადებაც განიხილება. ორგანიზატორთა თქმით, ისინი უახლოეს დღეებში დაელოდებიან, თუ როგორ განვითარდება ხანძართად დაკავშირებით მოვლენები და როგორი იქნება ჰაერის დაბინძურების დონე. მათივე განცხადებით, მოთამაშეთა ჯანმრთელობა პრიორიტეტულია, თუმცა იმედი აქვთ, რომ ავსტრალიის ღია პირველობა დადგენილ ვადებში დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები