Thumbnail

'კრუიფის და საკის გვერდით დავაყენებდი' - ნახეთ ბიელსას შესახებ ახალი სიუჟეტი

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • BBC მოკლე სიუჟეტი ბიელსას შესახებ...
  • მისი ლიდსი ჩემპიონშიფში პირველ ადგილს იკავებს

მარსელო ბიელსა ლიდს იუნაიტედში მეორე სეზონს ატარებს და შარშან განცდილი წარუმატებლობის შემდეგ, ლიდსი დღეს ჩემპიონშიფში პირველ ადგილს იკავებს და პლეი-ოფის ზონის გუნდები, იორკშირელებს მთელი 10 ქულით ჩამორჩებიან.

ლეგენდარული არგენტინელის შესახებ BBC-იმ მოკლე სიუჟეტი მოამზადა, სადაც ცნობილი ჟურნალისტი - გილემ ბალაგი და გუნდის ფეხბურთელები - პატრიკ ბამფორდი, მატეუშ კლიხი საუბრობენ, ასევე კლუბის გულშემატკივრები...

🎙 გილემ ბალაგი (ჟურნალისტი): "არ მახსენდება მწვრთნელი, რომელსაც უფრო მეტი გავლენა ჰქონოდა ფეხბურთზე... მას იოჰან კრუიფის და არიგო საკის გვერდით დავაყენებდი. 'მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია' - ეს ხომ გვარდიოლას სიტყვებია? მას ბევრი არაფერი მოუგია, მაგრამ გვარდიოლას ცნობიერებაში საუკეთესო მწვრთნელია."

🎙 პატრიკ ბამფორდი (ლიდსის ფორვარდი): "ის რა დეტალებშიც აკვირდება თამაშის ელემენტებს, წარმოუდგენელია... მასთან საუბრის შემდეგ სხვაგვარად უყურებ ფეხბურთს. ფეხბურთელებთან არ მეგობრობს, მაგრამ რაც მთავარია, გასახდელში ყველას გვალაპარაკებს, ყველას გვაქვს ხმის უფლება - ამას ბევრ გუნდში ვერ ნახავთ.

🎙 გილემ ბალაგი (ჟურნალისტი): "ფეხბურთელები, ჟურნალისტები, მწვრთნელები მას აღიარებენ, როგორც პერსონას, რომელიც სპორტში დაკარგული ღირებულებების შესახებ ლაპარაკობს. არგენტინაში 'El Loco'-ს ეძახიან, ანუ გიჟს - მას შეუძლია გითხრათ 8 გზა როგორ ჩააწოდოთ ბურთი, 11 ხერხი როგორ დაარტყათ კარში, 17 გზა როგორ დაიცვათ თავი და 36 ტექნიკა სწორი პასის გასაკეთებლად."

კომენტარები

ბოლო ამბები