Thumbnail

იბრაჰიმოვიჩის ქანდაკება აღარ არსებობს - ფანებმა ძეგლი საბოლოოდ გაანადგურეს

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • ზლატან იბრაჰიმოვიჩს ჰამარბიუში ინვესტიციის ჩადებას არ პატიობენ
  • შვედი ფეხბურთელის მიმართ აგრესიას ნოემბრიდან მოყოლებული გამოხატავენ

მალმიოს გულშემატკივრების აგრესია ზლატან იბრაჰიმოვიჩის მიმართ გრძელდება. შეგახსენებთ, რომ შვედმა ფეხბურთელმა ნოემბერში შვედური კლუბი, ჰამარბიუ შეიძინა და კლუბის თანამფლობელი გახდა. ზლატანი კარიერის საწყის წლებში მალმიოს ღირსებას იცავდა, ჰამარბიუ კი ამ კლუბის მეტოქეა და მისი შეძენით იბრამ მალმიოს ფანატები გააბრაზა.

იბრაჰიმოვიჩის ქანდაკების დაზიანება ნოემბერშივე სცადეს, მაშინ გაბრაზებულმა ქომაგებმა ძეგლს უნიტაზის რგოლი და ნაგვის პარკი ჩამოაცვეს, შემდეგ კი ცეცხლი წაუკიდეს და ცხვირი მოაჭრეს. ახლახანს, ქანდაკება ტერფების ადგილზე გადაჭრეს და საბოლოოდ გაანადგურეს. ძეგლი მალმიოს სტადიონთან იდგა, თუმცა იგი უკვე აღარ არსებობს.

თავად იბრაჰიმოვიჩი ყოფილ კლუბს მილანს შეუერთდა და სერია A-ში 38 წლის ასაკში დაბრუნდა. მან პირველსავე ტესტ-მატჩში გოლის გატანა შეძლო, ოფიციალური დებიუტი კი 6 იანვარს, სამპდორიასთან მატჩში შედგება.

📋 მეტი ამ თემაზე:

კომენტარები

ბოლო ამბები