Thumbnail
  • ერნესტო ვალვერდე ქულების დაკარგვით უკმაყოფილოა
  • ბარსელონას მწვრთნელმა მომენტების გამოუყენებლობაზე ისაუბრა

ესპანიოლმა 2020 წლის პირველ მატჩში ბარსელონას უმასპინძლა. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა და ბარსელონამ რეალს დაწევის საშუალება მისცა. ორივე გუნდს 40-40 ქულა აქვს. ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ გასული მატჩი შეაფასა და ყურადღება მომენტების გამოუყენებლობაზე გაამახვილა.

ერნესტო ვალვერდე: ბევრი მატჩი შემოგვიტრიალებია, თუმცა ამჯერად შედეგი ვერ შევინარჩუნეთ. ფრენკის გაძევებამ ბევრი რამ შეცვალა, მეტოქემ გათანაბრება მოახერხა.

თამაშს ვაკონტროლებდით, თუმცა ქამბექის შემდეგ, კიდევ რამდენიმე გოლი უნდა გაგვეტანა. საბოლოოდ, მათ თავისი შანსი გამოიყენეს.

ეს ფეხბურთია, თუმცა მარტივი არაა, როდესაც ქულებს კარგავ. ამ შედეგით ყველა უკმაყოფილო ვართ. ახლა სუპერთასისთვის ვემზადებით. ამ ტურნირში 4 ძლიერი გუნდი ვითამაშებთ.

ბარსელონა მომდევნო მატჩს სუპერთასის ეგიდით საუდის არაბეთში გამართავს. ვალვერდეს შეგირდებს, 9 იანვარს, ნახევარფინალში ატლეტიკოსთან დაპირისპირება მოუწევთ, ფინალის მე-2 საგზურისთვის კი რეალი და ვალენსია იბრძოლებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები