Thumbnail
  • რეალ მადრიდს პოლ პოგბა სურს, იუნაიტედს - ტონი კროოსი
  • 'სანის' ინფორმაციით, მათი გაცვლა რეალურია

ეს, შესაძლოა, წლის მთავარი გარიგება გახდეს: ბრიტანული ‘სანის’ ინფორმაციით, მადრიდის რეალმა და მანჩესტერ იუნაიტედმა, შესაძლოა, ტონი კროოსი და პოლ პოგბა გაცვალონ.

დიდი ხანია, ცნობილია, რომ პოგბას იუნაიტედიდან წასვლა სურს. ზაფხულის შემდეგ სხვადასხვა გამოცემები წერენ, რომ ფრანგი ნახევარმცველი ‘ოლდ ტრაფორდზე’ ბედნიერი არ არის. ცოტა ხნის წინ, პოგბას მრჩეველმა მინო რაიოლამ მანკუნიანელებს შეუტია: “პოლს ისეთი კლუბი და გუნდი სჭირდება, როგორიც მაგალითად იუვენტუსი იყო მის კარიერაში. მანჩესტერ იუნაიტედი რეალობისგან შორს მყოფი კლუბია, კონცეფციის გარეშე,” - თქვა მან.

პოლ პოგბა და ოლე გუნარ სულშერი

პოგბას იუნაიტედთან კონტრაქტი 2021 წლამდე აქვს გაფორმებული. ახლა იგი ტრავმირებულია და იუნაიტედის მწვრთნელის, ოლე გუნარ სულშერის თქმით, 3-4 კვირა ვერ ითამაშებს.

ცნობილია, რომ პოგბას გადაბირება ყველაზე მეტად მადრიდის რეალს სურს - ეს პირადად ზინედინ ზიდანის მოთხოვნაა. თუმცა, პოგბას დაბრუნებაზე სერიოზულად ფიქრობენ იუვენტუსშიც. შეგახსენებთ, რომ ტურინელებმა ფრანგი 2016 წლის ზაფხულში 105 მილიონ ევროდ გაყიდეს. დღეისათვის პოგბას ფასი დაახლოებით 117 მილიონია.

ტონი კროოსი

‘სანის’ ინფორმაციით, პოგბას ტრანსფერი ზამთარში ნაკლებად სავარაუდოა, ზაფხულში კი - გაცილებით რეალური! ‘სანი’ წერს, რომ იუნაიტედს ძალიან სურს რეალის გერმანელი ნახევარმცველი ტონი კროოსი, რომელიც ‘სამეფო კლუბში’ სწორედ პოგბას პოზიციაზე თამაშობს. სწორედ ამიტომ, კროოსისა და პოგბას გაცვლა საკმაოდ რეალურია. ჩვენი ბრიტანელი კოლეგების ცნობით, თუკი რეალი და იუნაიტედი გაცვლაზე ვერ შეთანხმდებიან, ზიდანი კროოსს მაინც გაუშვებს, რადგან მისთვის პოგბას ტრანსფერი ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტულია.

კომენტარები

ბოლო ამბები