Thumbnail
  • ბარსელონას გერმანიის ნაკრების მარჯვენა მცველი აინტერესებს
  • კლოსტერმანზე ბაიერნსა და დორტმუნდშიც ფიქრობენ

Sky-ს ინფორმაციით, ბარსელონას სასურველ ფეხბურთელთა სიაში ლაიპციგისა და გერმანიის ნაკრების ტანმაღალი მცველის, ლუკას კლოსტერმანის გვარი მოწინავე პოზიციაზეა. 23 წლის კლოსტერმანი მარჯვენა მცველია, თუმცა დაცვის ცენტრში და მარცხენა ფლანგზეც შეუძლია თამაში - კატალონიურ გრანდს იგი სწორედ ამიტომ აინტერესებს. Sky-ს ცნობით, ბარსელონას ხელმძღვანელები დარწმუნდნენ, რომ იოზუა კიმიხის ტრანსფერი არ გამოუვათ და ახლა მიზანი კლოსტერმანისკენ მიმართეს.

გერმანული ‘ბილდი’ წერს, რომ 189 სმ სიმაღლის მქონე უკანახაზელის შეძენაზე ბაიერნსა და დორტმუნდის ბორუსიაშიც ფიქრობენ. ფაქტია, ბავარიულ გრანდშიც ეძებენ ახალ მარჯვენა მცველს, რადგან კიმიხი უკვე ნახევარდაცვაში მოიაზრება, ამ უკანასკნელის პირველი შემცვლელი ბენჟამენ პავარი კი პირველ რიგში ცენტრალური მცველია.

ლუკას კლოსტერმანზე დიდი მოთხოვნაა

კლოსტერმანს ლაიპციგთან კონტრაქტი 2021 წლამდე აქვს გაფორმებული და მის გახანგრძლივებას არ ჩქარობს. შესაბამისად, მომავალი ზაფხული ლაიპციგელებისთვის მისი გაყიდვის ბოლო შანსია - კლოსტერმანის ფასი 30-35 მილიონი ევროა. ზაფხულამდე, რეკორდმაისტერი მანჩესტერ სიტიდან ჟოაო კანსელოს არენდით აყვანას ფიქრობს.

კომენტარები

ბოლო ამბები