Thumbnail

10 საუკეთესო პერსონაჟი 2019 წლის კომპიუტერული თამაშებიდან

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • დღევანდელ სტატიაში 2019 წლის კომპიუტერული თამაშების 10 საუკეთესო პერსონაჟს წარმოგიდგენთ.
  • ამ პერსონაჟებმა, საკუთარი უნიკალური დიზაინითა და ხასიათით, გეიმერებს ნამდვილად შეაყვარეს თავი
  • სტატიაში პერსონაჟები პოპულარობის მიხედვით არაა გადანომრილი

კომპიუტერული თამაშის ხარისხს ბევრი რამ განსაზღვრავს: გრაფიკა, გეიმფლეი, სიუჟეტი, პერსონაჟები და ა.შ. თითოეულ მოთამაშეს საკუთარი პრიორიტეტები და მოთხოვნები აქვს საყვარელი თამაშების მიმართ: ზოგისთვის მოქნილი გეიმფლეი ყველაფერზე მნიშვნელოვანია. ზოგს სიუჟეტური თამაშები უფრო მოსწონს. თუმცა, თუ თამაშს კარგი ისტორია და პერსონაჟები ჰყავს, რომლებთანაც საუბარიც საინტერესო, ახალი კუთხიდან გაჩვენებთ მის სამყაროს, ან თუკი მთავარი პერსონაჟს, რომლის როლიც მოირგეთ იდუმალებით მოცული წარსული აქვს და, ერთი სული გაქვთ, გაარკვიოთ, როგორ აღმოჩნდა იქ, სადაც თამაში დაიწყეთ, ასეთ თამაშზე თავის დანებება, ალბათ დაგვეთანხმებით, რომ რთულია. 

დღესდღეისობით, როდესაც გრაფიკასა და გეიმფლეიში პირველობა ასეთი რთულია, დეველოპერული სტუდიები, განსაკუთრებით კი დამოუკიდებელი სტუდიები, ცდილობენ, თამაშში დაძაბული სიუჟეტით და საინტერესო პერსონაჟებით ჩაგვითრიონ. 2019 წლის ინდი თამაში ''Disco Elysium'' ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. 

დღევანდელ სტატიაში 2019 წლის კომპიუტერული თამაშების 10 საუკეთესო პერსონაჟს წარმოგიდგენთ.

1. Jesse Faden: Control

''კონტროლი'' 2019 წლის თამაშებში ნამდვილად გამოირჩევა საუკეთესო, დაძაბული სიუჟეტით და მისი მთავარი გმირი, ჯესი ფეიდენიც ისეთივე გამორჩეულია, როგორიც ''კონტროლის'' დონის თამაშს შეეფერება. იგი კრეატიული, მამაცი და გონიერი პერსონაჟია, რომელიც ხშირად პოულობს კავშირებს ერთი შეხედვით, განცალკევებულ მოვლენებს შორის. ჯესი ფეიდენი და მისი სურეალისტური ისტორია, დიდხანს დარჩება ჩვენს მეხსიერებაში.

2. Kait Diaz: Gear 5

''გეარს 5''-ის მთავარი გმირი, ფანებს ერთი ნახვით შეუყვარდათ. კაიტი გამორჩეული პერსონაჟია, რომელიც ხასიათის განსაკუთრებული სიმტკიცით გვაჩვენებს, რომ ბრძოლა ყოველთვის ღირს. მისი ურთიერთობები სხვა პერსონაჟებთან, მის მირასთან, ლოქტუსთან და აშ, კაიტის ხასიათის სხვადასახვა მხარეებს გვაჩვენებს, რითიც კიდევ უფრო ვაფასებთ ავტორების გაწეულ შრომას. კაიტ დიაზის გმირული სულისკვეთება და კარგი ვიზუალური დიზაინი მას ფანების ფავორიტად აქცევს.

3. Mirage: Apex Legends

''აპექსის ლეგენდების'' თითეული პერსონაჟი გამორჩეულია, მათი წარსულით, მიზნებით, ხასიათითა და აქცენტებით. თუმცა, ალბათ, არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ მირაჟი ყველას  ფავორიტია. ერთი მხრივ, თავდადებული, თუმცა, ამავე დროს ცინიკოსი, ხუმარა და საკუთარ თავზე ოდნავ შეყვარებული მირაჟი, ''აპექსის'' სამაროს ნამდვილად ახალისებს და ამრავალფეროვნებს.

4. Parvati Holcomb: The Outer Worlds

ჩვენს სიაში შემდეგი პერსონაჟი პარვატი ჰოლკომბია თამაშ ''გარე სამყაროებიდან.''  აღსანიშნავია, რომ თამაშში უამრავი დასამახსოვრებელი პერსონაჟია და ერთის ამორჩევა იოლი ნამდვილად არ იყო, თუმცა მისი ინტელექტით, გულუბრყვილობით და მხიარული ხასიათით, პარვატიმ ჩვენი გული მოიგო. პარვატის ერთდროულად, ღიმილის მომგვრელი და კეთილი ბუნება, მის სასტიკ სამყაროში, მოთამაშეს ნამდვილად მოხიბლავს და თავს შეაყვარებს.

5 GOOSE (UNTITLED GOOSE GAME)

''ბატის უსათაურო თამაში'' 2019 წლის დამოუკიდებელ (ინდი) თამაშებს შორის დიდი გარღვევაა. ''ბატი'' სვიჩზე მოულოდნელად გამოვიდა 2019 წლის 20 სექტემბერს და საოცარი პოპულარობა მოიპოვა. მთავარი პერსონაჟი, ბატი, რა საკვირველია, თამაშში არ ლაპარაკობს, თუმცა თამაშში რამდენიმე საათის გატარების შემდეგ, მიხვდებით, რომ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მთავარ გმირს პიროვნულობა არ გააჩნია. თუ თამაშში ბევრი დრო გაქვთ გატარებული, მისი უცნაური ''ყიყინი'' ალბათ აქამდე კოშმარებში გესიზმრებათ.

თუმცა, ბატს გამორჩეულ პერსონაჟად მისი ისტორია  აქცევს. ერთი შეხედვით, ვერ იფიქრებთ, რომ შესაძლოა, ამ უწყინარ ფრინველს რამე ბოროტი განზრახვა ამოძრავებდეს,  თუმცა როცა საკუთარი თვალით იხილავთ, როგორ ატერორებს ფუმფულა ფრთოსანი მისი მეზობელი სოფლის მცხოვრებთ, მოგიწევთ, აღიაროთ, რომ ბოროტება ყველა ჩვენგანშია და გარეგნობა ხშირად მატყუარაა.

6 CLIFF UNGER (DEATH STRANDING)

რა საკვირველია, ეს სია სრული არ იქნებოდა, Death Standing-ის პერსონაჟებს რომ არ ვეშხებოდით. ჰიდეო კოჯიმას ამ ლეგენდარული თამაშიდან, ჩვენი სიისთვის ყველაზე მისტიური პერსონაჟი, კლიფორდ (კლიფ) ანგერი შევარჩიეთ, კლიფ ანგერი პირველად თამაშის მეორე თრეილერში გამოჩნდა, საიდანაც გავიგეთ, რომ მის როლს ცნობილი მსახიობი, მადს მიკელსენი მოირგებდა. სხვათაშორის, მიკელსენმა, კლიფ ანგერის გახმოვანებისათვის წლევანდელ ''The Game Awards''-ზე ''კომპიუტერული თამაშის პერსონაჟის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის'' ჯილდოც დაისახურა. 

უნდა აღინიშნოს, რომ თამაშსა და თრეილერში, კლიფი განხვავებულია. თრეილერში მას უფრო ბოროტი და საშიში მხრიდან ვხედავთ. თამაშში ის ხშირად არ  ჩანს, თუმცა BB-სთან მისი კავშირის წყალობით, ანგერის გავლენას ყველგან ვაწყდებით. თუ Death Standing ჯერ არ გითამაშიათ, შევეცდებით, არაფერი დაგისპოილეროთ. მანამდე კი, სიტყვაზე გვენდეთ: კლიფ  ანგერი საუკეთესო პერსონაჟების სიაში ყოფნას ნამდვილად იმსახურებს.

7 AMICIA DE RUNE (PLAGUE TALE: INNOCENCE)

ამიცია დე რუნი, Plague tale: Innocence-ს მთავარი პერსონაჟი და მისი ისტორია 2019 წლის თამაშებში ნამდვილად გამორჩეულ ადგილს იკავებს. ამიციას, მდიდარ ოჯახში დაბადებული კეთილშობილ გოგონას, უწევს უამრავ სირთულეს გაუმკლავდეს და გაუცხოებული, ავადმყოფი ძმა გადაარჩინოს. ამ პერსონაჟის განვითარება და გარდაქმნა, ამიციას ფარული ძალის გამოვლინება და მისი ნამდვილ გმირად ჩამოყალიბება სწორედ ისეთი ისტორიაა, შუა საუკუნეების სიუჟეტზე დაფუძნებულ თამაშს რომ სჭირდება. თუ ეს თამაში ჯერ არ გაგივლიათ, გირჩევთ, აუცილებლად დაუთმოთ დრო. გარწმუნებთ, ამიციას ისტორია ნამდვილად მოგხიბლავთ.

8 Claude Von Riegan (Fire Emblem: Three Houses)

Fire Emblem: Three Houses-ის პერსონაჟი, ქლაუდ ვონ რიეგანი ერთდროულად ბრწყინვალე ტაქტიკოსიცაა და უცნაურად გულწრფელიც, რის გამოც ის პოპულარულ ხუმრობის საგნად იქცა. ლეიკესტერების ალიანსის ლიდერი ქლაუდი, ახერხებს, ერთდროულად პრაგმატიულიც იყოს და მხიარულიც.

ქლაუდთან საუბრის სცენები ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა თამაშში: რაც უფრო უკეთ იცნობთ მას, უფრო და უფრო ხვდებით, რომ ის არც ისეთი გულუბრყვილო და მხიარულია, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს და მისი ღიმილის მიღმა, გონიერი ტაქტიკოსი იმალება, რომელსაც კარგად ესმის, როგორ უსამართლოდაა სამყარო მოწყობილი. სწორედ ასეთი ნიუანსებით დატვირთული და სიღრმისეული ხედვა გამოარჩევს მას სხვა პერსონაჟებისაგან და სწორედ მისი კომპლექსურობის გამო, ქლაუდ ვონ რიეგანი ნამდვილად იმსახურებს წლის საუკეთესო პერსონაჟების სიაში მოხვედრას.

9 Isshin Ashina (Sekiro: Shadows Die Twice)

იშვიათია, თამაშში ''ბოსმა'' პერსონაჟმა ერთდროულად სიცოცხლე გაგიმწაროს და თავი შეგაყვაროს, თუმცა ''სეკიროს'' ისშინ აშინა, სეკიროს განადგურებული პროვინციის მოხუცებული მმართველი, ამას ნამდვილად ახერხებს. 

აშინა ისეთი მეომარია, რომელმაც მთელი ცხოვრება ბრძოლაში გაატარა. ამას მასთან რამდენიმე ინტერაქციის შემდეგ, უკვე ნათლად დაინახავთ. მას უყვარს და ეცოდება საკუთარი ხალხი და, მიუხედავად იმისა,  რომ ისინი მის ღალატს გეგმავენ, აშინა მაინც საკუთარი შვილებივით ექცევა მათ და, უპირველეს ყოვლისა, ხალხის უსაფრთოხებაზე დარდობს. შეუძლებელია, ასეთმა პერსონაჟმა გული არ აგიჩუყოთ და არ მოგინდეთ, რაც შეიძლება ბევრი ესაუბროთ მას და მეტი გაიგოთ მის ცხოვრებაზე. თუ ''სეკირო'' ჯერაც არ დაგიხურავთ, ისშინ აშინას ისტორიის დასასრულს არ გაგიმხელთ, თუმცა გეტყვით, რომ ის ერთდროულად შთამაგონებელიცაა და სევდიანიც.

10) Sean Diaz (Life is Strange 2)

შონ დიაზისნაირი დასამახსოვრებელი ისტორიით, ბევრი პერსონაჟი ნამდვილად ვერ დაიკვეხნის. როცა თამაშში მას პირველად ვხვდებით, ის ტიპიური თინეიჯერია, რომელიც გოგონებთან პაემნებზე ფიქრობს, მეგობრებთან ერთად ერთობა და საკუთარ  უმცროს ძმაზე, დანიელზე, ხშირად წუწუნებს. თუმცა, როცა მის მამას უსამართლოდ მოკლავს პოლიციის ოფიცერი და დანიელი, საკუთარი ზებუნებრივი ძალების გამოყენებით მასზე შურს იძიებს, შონის ცხოვრება რადიკალურად იცვლება. ის დანიელთან ერთად ქალაქიდან გარბის და ცდილობს, მამობა გაუწიოს უმცროს ძმას და გადაარჩინოს ის. სწორედ ამიტომ, შონს უწევს, დანიელის გამო, ნაადრევად გაიზარდოს და თუკი მოთამაშე მას სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება, მის ხასიათში ცვლილებებსაც მალევე შეამჩნევს. შონი, რა თქმა უნდა, თამაშის განმავლობაში, ბევრ შეცდომას უშვებს და დიდი გზის გავლა უწევს საიმისოდ, რომ ისწავლოს როგორ მოერგოს სიტუაციას. მისი ისტორიის ყურება ერდროულად გულისმომკვლელია და თან შთამაგონებელიც. სწორედ ამიტომ, შონ დიაზი Life is Strange 2-დან, 2019 წლის ერთ-ერთი საუკეთესო პერსონაჟია.

კომენტარები

ბოლო ამბები