Thumbnail

გოლი და საგოლე პასი! იბრაჰიმოვიჩმა პირველივე ტესტ-მატჩში გაიბრწყინა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ზლატან იბრაჰიმოვიჩს მილანში დიდი მიზნები აქვს
  • შვედი თავდამსხმელი პირველივე ტესტ-მატჩში საუკეთესო იყო

ეს მხოლოდ ამხანაგური თამაში იყო, რომელიც მილანმა 9:0 მოიგო, მაგრამ წლის პირველ ტესტ-მატჩს ‘როსონერის’ ყველა ფანი ელოდა - რა თქმა უნდა, ზლატან იბრაჰიმოვიჩის გამო. მეხუთელიგელი როდენსეს განადგურება სხვა დროს დიდ ინტერესს არ გამოიწვევდა, მაგრამ ამ შემთხვევაში საყურადღებო თამაში გამოვიდა, რადგან მილანში დაბრუნებულმა ზლატანმა სწორედ ამ თამაშში მოირგო პირველად თავისი ახალი-ძველი გუნდის ფორმა და პირველივე ტესტ-მატჩში გოლით და საგოლე პასით გამოირჩა.

“ალბათ ისე ვეღარ ვითამაშებ, როგორც 28 წლის ასაკში ვთამაშობდი, მაგრამ ზუსტად ვიცი, რაც უნდა გავაკეთო. გამოცდილება ძალიან მეხმარება. მაგრად უნდა ვიმუშავო. თუ ასე არ მოიქცევი, პოტენციალს მაქსიმალურად ვერ გამოავლენ. ჩემი თანაგუნდელებისგანაც იმავეს ველოდები,” - განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.

მანამდე, წარდგენისას ზლატანმა აღნიშნა, რომ მილანში მასკოტის როლში ყოფნისთვის არ ჩასულა: “ეს ჩემთვის დიდი გამოწვევაა. აქ დასასვენებლად და კამერების წინ პოზირებისთვის არ ჩამოვსულვარ. მე მიყვარს შრომა და შედეგის მიღება. ეს ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელს არ შეუძლია. თუ მოედანზე შედეგს ვერ დავდებ, უმჯობესია, ჩემს ნაცვლად სხვამ ითამაშოს.”

იბრამ იცის, რომ იგი წნეხის ქვეშაა: “როცა მილანის ფეხბურთელი ხარ, ცხადია, ეს უმძიმეს ზეწოლას ნიშნავს. მთელი მსოფლიო შედეგებს ელოდება. ამ გუნდს შეუძლია, რომ მეტი შეძლოს და ვალდებულიცაა, რომ ეს გააკეთოს. ჩემი მიზანია, რომ მილანმა შედეგები გააუმჯობესოს,” - შეგახსენებთ, რომ როსონერი სერია A-ში მე-11 ადგილზეა.

ზლატანის დებიუტი 6 იანვარს, სამპდორიასთან მატჩში შედგება და ეს ნამდვილად არ იქნება ისეთი ადვილი თამაში, როგორიც ‘როსონერის’ მეხუთელიგელ როდენსესთან ჰქონდა...

გამოკითხვა

ვინ გახდება სერია A-ს ბომბარდირი?

  • ჩირო იმობილე
  • რომელუ ლუკაკუ
  • კრიშტიანო რონალდო
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები