Thumbnail
  • 4 იანვარს, მადრიდის რეალს წლის პირველი მატჩი ელის
  • ზინედინ ზიდანმა საინტერესო კომენტარები გააკეთა 

4 იანვარს, მადრიდის რეალი სეზონს განაახლებს და ესპანეთის ჩემპიონატში სტუმრად ხეტაფეს დაუპირისპირდება. ზინედინ ზიდანის გუნდი სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და ლიდერ ბარსელონას ორი ქულით ჩამორჩება. რეალის ფრანგმა მწვრთნელმა სეზონის პირველი ნაწილი შეაფასა, 2020 წლის გეგმებზე ისაუბრა და ზოგადად, საინტერესო კომენტარები გააკეთა...

სეზონი ტიტულის გარეშე კატასტროფა არ არის

იცით რა არის სრული კრახი? როდესაც მოედანზე გადიხარ და ბოლომდე არ იხარჯება. მთავარია, მაქსიმუმი გააკეთო და საკუთარ თავთან მართალი იყო. ესპანეთის ჩემპიონატს ერთი გუნდი მოიგებს, ჩემპიონთა ლიგას მეორე და რა გამოდის, ყველა დანარჩენი გუნდისთვის სეზონი კრახით დასრულდა? მე ასე არ ვფიქრობ.

რაც აქამდე იყო, კარგი იყო

სეზონის პირველ ნახევარში გვქონდა ჩავარდნები, მაგრამ მთლიანობაში, კმაყოფილები უნდა ვიყოთ. შესაძლოა, ქულათა მაქსიმუმი ვერ ავიღეთ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოედანზე წასაგებად არც ჩვენი მეტოქეები გამოდიან. ლა ლიგაში ჩემპიონობისთვის ვიბრძვით და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ვართ გასული. ეს უკვე გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ რაც აქამდე იყო, კარგი იყო. 

2020 წლის გეგმები

უბრალოდ უნდა გავაგრძელოთ პროგრესი და მოვუმატოთ მატჩიდან მატჩამდე. სეზონის სტარტი არ იყო დამაჯერებელი, მაგრამ ეს ის დროა, როდესაც სიტუაციის გამოსწორება შეგიძლია. სეზონის მეორე ნახევარში ფეხის ერთი დაცდენა ძვირად დაგიჯდება და ამიტომ, მაქსიმალური მობილიზება გვმართებს. 2019 წლის ბოლოს, კარგი ფორმა ავკრიფეთ, მაგრამ ეს არ იქნება საკმარისი. უნდა მივუმატოთ, რომ ყველა ტურნირზე უმაღლესი მიზნისთვის ვიბრძოლოთ. მჯერა, რომ 2020 წელი რეალისთვის წარმატებული იქნება .

კომენტარები

ბოლო ამბები