Thumbnail
  • მიჩიგანი 76:56 ილინოისი
  • ქართველმა კალათბურთელმა მეტოქის ფარს 12-ჯერ შეუტია

გიორგი ბეჟანიშვილის ილინოის ფაითინგ ილინიმ NCAA-ს მორიგი მატჩი ბიგ თენის კონფერენციის ლიდერ მიჩიგან სტეიტ სპარტანსთან ჩაატარა და მოგების შანსი არ ჰქონია – 56:76.

ქართველმა კალათბურთელმა, რომელიც მოედანზე ახალი იმიჯით, თავგადაპარსული გავიდა, 29 წუთი ითამაშა და ძალიან აქტიური იყო.

გიორგი ბეჟანიშვილი მიჩიგანთან მატჩში

გიორგიმ მეტოქის ფარს ერთბაშად 12-ჯერ შეუტია, თუმცა, ზუსტი მხოლოდ 3 ტყორცნა იყო.

ბეჟანიშვილმა 8-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, 4 სამქულიანი და 3 საჯარიმო კი ააცილა და 6 ქულას, 5 მოხსნა (3 შეტევაში) და 3 პასი წაამატა.

ქართველმა ლეგიონერმა ბურთი 3-ჯერ დაკარგა და პასივში 3 პერსონალური ფოლიც ჰქონდა.

თამაში არ წაუვიდა ილინოისელთა კიდევ ერთ ლიდერ კოფი კოკბერნს, რომელიც 5 ქულას დასჯერდა. ამ ფონზე, აიო დოსუნმუ უნდა გამოვარჩიოთ. მისი მონაგარი 18 ქულა და 8 მოხსნა იყო.

ილინოისს საკონფერენციო თამაშებში 1 მოგება და 2 მარცხი აქვს და ბიგ თენის გუნდებს შორის მე-12 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 6 იანვარს პერდიუსთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები