Thumbnail
  • მილანის გარემარბის დამატება ესპანიოლსა და მადრიდის ატლეტიკოს სურთ
  • ესპანელ შემტევს მილანთან კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს

მილანის გარემარბის, სამუ კასტილიეხოს დამატებით 2 ესპანური გუნდი ინტერესდება. ესპანური პრესის ინფორმაციით, კასტილიეხოს დამატება ესპანიოლსა და მადრიდის ატლეტიკოს სურთ.

სამუ ერთ თვეში 25 წლის ხდება. მილანმა მის ტრანსფერში 2018 წელს 21,3 მილიონი ევრო გადაიხადა. მან ამ სეზონში სერია A-ში მხოლოდ 8 მატჩი ჩაატარა. ესპანური წყაროები აცხადებენ, რომ სამუს ტრანსფერში ფავორიტი ესპანიოლია, რომელიც მას სეზონის ბოლომდე იჯარით დაიმატებს.

დიეგო სიმეონეს ასევე სურს, რომ სამუ ''როხიბლანკოში'' იხილოს, რათა გუნდის შეტევა გაძლიერდეს - იტალიაში იმედი აქვთ, რომ ატლეტიკო ფეხბურთელს სეზონის ბოლოს გამოისყიდის. სამუს მილანთან კონტრაქტი 2023 წლის ბოლომდე აკავშირებს.

კომენტარები

ბოლო ამბები