Thumbnail

დიდი გამოცდილება - 3 სამხრეთაფრიკული გუნდი საქართველოში

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საქართველოში სამხრეთაფრიკული კლუბი სამ ასაკობრივ გუნდს უშვებს
  • ბლუ ბულზის ასაკობრივი გუნდები საქართველოში სექტემბერში ჩამოვლენ

სამხრეთ აფრიკული ბლუ ბულზის ახალგაზრდულმა გუნდებმა, სექტემბერში საქართველოში ჩამოსვლის და საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს

შეთანხმება საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად შედგა.

ბლუ ბულზის 19, 17 და 15-წლამდე ასაკობრივ გუნდები მზად არიან თბილისში ერთი კვირით ჩამოვიდნენ და თამაშების გარდა ერთობლივი წვრთნები და მწვრთნელთა გადამზადების სემინარები ჩაატარონ.

''ვისარგებლებ შემთხვევით და მთელს საქართველოს მივულოცავ ახალ წელს. ის მშვიდობისა და წარმატების მომტანი ყოფილიყოს. წელიწადს კარგი ამბით ვიწყებთ. სამხრეთ აფრიკელებმა, კერძოდ ‘ბლუ ბულზმა’ სხვადასხვა ასაკობრივი გუნდებით თბილისში ჩამოსვლის სურვილი გამოთქვა.

ისინი საქართველოში რამდენიმე თამაშს გამართავენ, იქნება ერთობლივი ვარჯიშები და ფესტივალები. გადავხედავთ კალენდარს და თებერვალ-მარტში გულშემატკივარს აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებით ინფრმაციას მივაწვდით“ – განაცხადა რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ.

კომენტარები

ბოლო ამბები