Thumbnail
  • უეფას რეპორტიორებმა ევროპის 50 ყველაზე იმედისმომცემი ფეხბურთელი დაასახელეს
  • რჩეულთა შორის საქართველოს ნაკრებისა და რუბინის 18 წლის ნახევარმცველიც მოხვდა

უეფამ ოფიციალურ საიტზე ევროპის იმ 50 პერსპექტიული ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა, რომლებსაც 2020 წელს განსაკუთრებით უნდა დავაკავირდეთ. უეფა რეპორტიორების რჩეულ ახალგაზრდებში საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის რუბინის 18 წლის ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილიც მოხვდა.

“საქართველოს ჩემპიონატიდან რუსეთის პრემიერლიგაში გადაბარგებამ ამ ნახევარმცველისთვის თვალსაჩინო სირთულეების გარეშე ჩაიარა. შედეგიანი თავდამსხმელის სულიკო დავითაშვილის 18 წლის ვაჟი უკვე საქართველოს პირველ ნაკრებში თამაშობს”, - წერს უეფას ოფიციალური საიტი.

ზურიკო დავითაშვილი უყურადღებოდ არც ვლადიმირ ვაისმა დაიტოვა

 
ზურიკო დავითაშვილი რუსეთში გასულ ზაფხულს გადავიდა, იქამდე კი თბილისის დინამოსა და თბილისის ლოკომოტივში გამოდიოდა. ნახევარმცველმა რუსეთის პრემიერლიგის 2019/20 წლების სეზონში 15 მატჩში ითამაშა და ყველა სასტარტოში დაიწყო. დავითაშვილმა ერთი გოლის გატანაც მოახერხა.

ახალგაზრდა ფეხბურთელი ვლადიმირ ვაისმა ეროვნულ ნაკრებშიც მიიწვია. დავითაშვილმა ჯერ სამხრეთ კორეასთან ამხანაგურ მატჩში (2:2), შემდეგ კი სტუმრად შვეიცარიასთან ევრო 2020-ის შესარჩევის შეხვედრაში ითამაშა.

ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებისგანაც 2020 წელს ბევრს მოველით

უეფას ტალანტებში მოხვდნენ: 17 წლის ანსუ ფატი (ბარსელონა), 20 წლის ალესანდრო ბასტონი (ინტერი), 18 წლის გაბრიელ მარტინელი (არსენალი), 18 წლის მეისონ გრინვუდი (მანჩესტერ იუნაიტედი) და სხვები. სრული სია იხილეთ უეფას ოფიციალურ გვერდზე.

კომენტარები

ბოლო ამბები