Thumbnail
  • საქართველოს რაგბის კავშირმა საუკეთესოები გამოავლინა
  • 2019 წლის საუკეთესო მორაგბედ ბექა გორგაძე დასახელდა 
  • ქომაგებმა საუკეთესოდ სანდრო თოდუას ლელო მიიჩნიეს
  • გამარჯვებულები სხვა ნომინაციებშიც გამოვლინდნენ

საქართველოს რაგბის კავშირმა 2019 წელი შეაფასა და საუკეთესოები რამდენიმე ნომინაციაში გამოავლინა.

2019 წლის საუკეთესო მორაგბე

გასული წლის საუკეთესო მორაგბედ ბექა გორგაძე დასახელდა, რომელმაც მსოფლიო თასის ოთხივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 3 შემთხვევაში ძირითად შემადგენლობაში იყო. ბორდოში დაბრუნების შემდეგ, მან ტოპ 14-სა და ჩელენჯ ქაფზე 3-3 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ევროტურნირზე ლელოც გაიტანა.

2019 წლის საუკეთესო ლელო

რაგბის კავშირის ვებ-გვერდზე გამოკითხვაში მიცემული ხმებით, ქომაგებმა 2019 წელს საუკეთესოდ, სანდრო თოდუას მიერ, მსოფლიო თასზე, ავსტრალიის წინააღმდეგ დადებული ლელო გამოავლინეს.

32 წლის მორაგბე ნაკრებში 2008 წლიდან თამაშობს და დღემდე 82 კეპი მოიხვეჭა. ავსტრალიასთან გატანილი ლელო, თოდუასთვის საერთაშორისო ასპარეზზე მე-13 იყო, ხოლო მსოფლიო თასზე - მეორე.

გამოავლინე | 2019 წლის საუკეთესო ლელო

გამოავლინე 2019 წლის საუკეთესო ლელო 🏉 ხმა მიეცი აქ 👉 bit.ly/LELO2019 ❗️ ხმის მიცემა დასრულდება 🗓 2019 წლის 31 დეკემბერს, საქართველოს დროით დღის 12 საათზე 🕛

Posted by Georgian Rugby on ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2019

2019 წლის საუკეთესო მექულე

თედო აბჟანდაძემ 2019 წელს ჯარიმებითა და გარდასახვებით 40 ქულა მოიხვეჭა. მისი სანაკრებო დებიუტი შარშან ნოემბერში, 19 წლის ასაკში სამოას ნაკრებთან შედგა. მორაგბის ანგარიშზე 11 კეპი და 55 ქულაა.

აბჟანდაძემ 2019 წლის მსოფლიო თასზე ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და გუნდს 12 ქულა შესძინა. ის გასულ ზაფხულს ტოპ 14-ის ბრივში გადავიდა, პირველი გუნდის შემადგენლობაში დებიუტი ჩელენჯ ქაფზე ჰქონდა და 4 მატჩში 28 ქულა მოიხვეჭა.

2019 წლის მელელოვე

წლის მელელოვე მირიან მოდებაძე გახდა, რომელმაც ბორჯღალოსნების კვართით 2019 წელს 5 ლელო გაიტანა. 22 წლის მორაგბეს სანაკრებო დებიუტი 2017 წელს ჰქონდა. ტრავმის გამო მას თითქმის ერთი წელი გაუცდა და დღემდე ნაკრების კვართით 12 მატჩი ჩაატარა, აქედან ორი 2019 წლის მსოფლიო თასზე.

2019 წლის საუკეთესო მსაჯი – ნიკა ამაშუკელი

2019 წლის საუკეთესო მორაგბე ქალი – ნათია გავაშელი

2019 წლის საქართველოს 7-კაცას ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრები: 1. ჯაბა სიხარულიძე (ლელო სარასენს), 2. ბექა სამსიანია (იუნკერები), 3. ბათუ კალაძე (იუნკერები), 4. ზვიად ორმოცაძე (აია), 5. გიორგი ჯღამაია (იუნკერები), 6. მიხეილ ახობაძე  (აკადემია), 7. თემურ რუხაძე (ლოკომოტივი)

2019 წლის საუკეთესო მოშვიდკაცე - ნიკო აფციაური

კომენტარები

ბოლო ამბები