Thumbnail

გასულ დეკადაში ბევრი მნიშვნელოვანი გოლი გავიდა, თუმცა აქედან რამდენიმე ამოვარჩიეთ. ძირითადად ფინალებში გატანილი გოლებია, რასაც ამ კლუბის თუ ნაკრებისთვის ისტორიული შედეგი მოჰყვა. ასევე, ცალკეა გამოყოფილი გასული დეკადის ყველაზე მნიშვნელოვანი ქართული გოლი, რომელსაც ქვევით იხილავთ.

ანდრეს ინიესტა V ჰოლანდია (2010)

2010 წლის ივნისმა ვუვუზელას და დაცვაში ჩამდგარი გუნდების მიერ ნაჩვენები ფეხბურთის ფონზე ჩაიარა, სამხრეთ აფრიკის მუნდიალმა ვერ გაამართლა, მაგრამ ფინალი მაინც კარგი სანახავი გამოდგა, სადაც ანდრეს ინიესტამ ჰოლანდიელებს 116-ე წუთზე გაუტანა და საკუთარი სამშობლო პირველად ისტორიაში მსოფლიოს ჩემპიონი გახადა!

მარიო  გიოტცე V არგენტინა (2014)

სებასტიან დაისლერის ფეხბურთით ინსპირირებულმა გერმანელებმა, მეოცე საუკუნის სტარტზე შეიმუშავეს გეგმა, რომელიც მათ დაისლერის მსგავს ფეხბურთელებს გაუზრდიდა - ტექნიკურებს და სწრაფებს, შედეგად მივიღეთ იოახიმ ლიოვის ნაკრები, ამ ნაკრების და 15 წლიანი გეგმის გვირგვინი კი მარაკანაზე არგენტინასთან 113-ე წუთზე მარიო გიოტცეს მიერ გატანილი გოლი გახდა!

დიდიე  დროგბა V ბაიერნი (2012)

რომან აბრამოვიჩმა ჩელსი 2003 წელს შეიძინა და პრემიერლიგაში ახალი ეპოქაც აქედნ დაიწყო, განახლებულმა ჩელსიმ ინგლისში ყველას და ყველაფერს მოუგო, ჩემპიონთა ლიგა კი ახალი გუნდისთვის მიუღწევად ოცნებად რჩებოდა - ერთი ფინალი წააგეს (2008), მეორესაც უიმედოდ აგებდნენ, თუმცა ჩელსის ნაღდი ფოლკლორის კაცმა - დიდი დროგბამ 80-ე წუთზე ბაიერნს მიუნხენში გაუთანაბრა და საბოლოოდ ლონდონელებმა ისტორიაში პირველად ლიგის მოგება შეძლეს!

ედერი V საფრანგეთი (2016)

პორტუგალიამ ეუსებიოს და ფიგუს თაობა ისე გააცილა, რომ ნაკრებმა ვერაფრის მოგება შეძლო. კრიშტიანო რონალდოს, რომელიც საფრანგეთთან ფინალში ნაადრევად დაშავდა და მატჩის გაგრძელება ვეღარ შეძლო იგივე ბედი ელოდა, თუმცა 109-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ედერმა ფრანგებს შორი მანძილიდან დაურტყა და სტად დე ფრანსი გააჩუმა - პორტუგალია კი ისტორიაში პირველად სანაკრებო ტიტულის მფლობელი გახდა!

გარეტ ბეილი V ატლეტიკო (2014)

დელ ბოსკეს წასვლის შემდეგ, მადრიდის რეალმა საშინელი წლები გამოიარა, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც მადრიდელები პლეი-ოფებში ანადგურებდნენ. ყველაფერი სათასო ტურნირების მასტერის - კარლო ანჩელოტის დანიშვნის შემდეგ შეიცვალა, კარლო ფინალამდე მივიდა... სადაც საქმე პენალტებამდე მიდიოდა, მაგრამ სუპერ-ფორმაში მყოფმა უელსელმა - გარეტ ბეილმა 110 წუთზე ატლეტიკო გატეხა, რეალი დააწინაურა (შემდეგ კიდევ 2 გაიტანეს) და გუნდი 12 წლიანი შესვენების შემდეგ ევროპული ფეხბურთის მწვერვალზე დაბრუნდა!

დეკადის ქართული გოლი: გიორგი ჩაკვეტაძე V ყაზახეთი (2018)

ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი, 2018 წლის სექტემბერში ყაზახებთან გასვლაზე უმნიშვნელოვანესი მატჩით დაიწყო, უშუალო კონკურენტის წინააღმდეგ ძალის დემონსტრირებას ვლადიმერ ვაისის გუნდისთვის და ზოგადად ქართული ფეხბურთისთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა.

ვლადიმირ ვაისს სტანიმირ სტოილოვთან ყაზახეთის ჩემპიონატიდან გამოყოლილი თავისი ანგარიში ჰქონდა, ჩვენი კი უნდა დაგვემტკიცებინა, რომ ფეხბურთში სუბსიდიების ოდენობა მთავარი არ არის, უნდა გვეჩვენებინა, რომ ევროთასებზე ძლიერი ლეგიონერებით სავსე ყაზახურ გუნდებთან ქართული კლუბების მიერ ნაჩვენები შედეგებით ფეხბურთი არ მთავრდება... ყაზახური ფეხბურთი წლებია ასეულობით მილიონს პირდაპირი სუბსიდირების სახით ხარჯავს, ჩემპიონატის დონემ აიწია, კლუბები ევროთასებზე თამაშობენ - მაგრამ ეს ნაკრებზე არ აისახება.

ასტანაში წარმატებულ სტოილოვს ეს ატმოსფერო და რიტმი ეროვნულ გუნდშიც უნდა გადაეტანა, მაგრამ 76-ე წუთზე სანაკრებო დონეზე სულ რამდენიმე თვის გამოჩენილმა გენტის შემტევმა - გიორგი ჩაკვეტაძემ შორეული დარტყმით ყაზახეთთან ანგარიში გახსნა (ასევე, ერთა ლიგის ისტორიაში პირველი გოლი)! შემდეგ ჯგუფი ერთი ამოსუნთქვით მოვიგეთ, დღეს კი მარტის ბოლოს და მომდევნო დეკადის ყველაზე მნიშვნელოვან ქართულ გოლებს ველოდებით!

ჩაკვეტაძის გოლი

პირველი გოლი ერთა ლიგის გათამაშების ისტორიაში 🇬🇪💪

Posted by Georgian Football Federation on ხუთშაბათი, 06 სექტემბერი, 2018

კომენტარები

ბოლო ამბები