Thumbnail
  • კლეი ტომპსონი მოედანზე დასაბრუნებლად ემზადება
  • ქართველი და ამერიკელი ახლო მეგობრები არიან

გოლდენ სტეიტ უორიორსის ერთ-ერთი ვარსკვლავი კლეი ტომპსონი მოედანზე დაბრუნებას უახლოეს პერიოდში ვარაუდობს, ჩვეული ფორმის დაბრუნებაში კი, მას ყოფილი თანაგუნდელი ზაზა ფაჩულიაც ეხმარება.

შეგახსენებთ, რომ კლეიმ მძიმე ტრავმა დაახლოებით 6 თვის წინ, ტორონტო რეპტორსთან ფინალური სერიის მე-6 მატჩში მიიღო და მას შემდეგ უქმადაა.

ტომპსონის და ასევე ტრავმირებული სტეფ კარის არყოფნაში, უორიორსი ლიგის გრანდობიდან აუტსაიდერობამდე დაქვეითდა და ამ ფონზე, უდავოა, რომ უმთავრესი სნაიპერის დაბრუნებამ გუნდზე დადებითად უნდა იმოქმედოს.

ტომპსონთან ერთობლივი წვრთნის ვიდეო თავად ფაჩულიამ გაავრცელა მინაწერით – “ისევე, როგორც ძველ დროს”. ზაზა კლეის პასს მოედნის კუთხეში აძლევს, ეს უკანასკნელი კი ამტკიცებს, რომ სამქულიანის ტყორცნა არ დავიწყნია.

შეგახსენებთ, რომ ქართველ ცენტრს ტომპსონთან ერთად NBA-ს ჩემპიონობა 2-ჯერ აქვს მოგებული, ამავდროულად კი, ზაზა და კლეი ახლო მეგობრები არიან.

ამჟამად, ფაჩულია უორიორსის კონსულტანტია კალათბურთისა და ბიზნესის საკითხებში.

კომენტარები

ბოლო ამბები