Thumbnail

ფუტსალის ლიგა | თელასი ერთპიროვნულად გალიდერდა

  • თბილისი 6:3 ბსუ
  • თელასი 2:1 თსუ
  • ილიაუნი 9:1 მართვე

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრები გაიმართა. სასტარტო მატჩში ერთმანეთს თბილისი და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაუპირისპირდნენ. ბსუ დაწინაურდა, თუმცა თბილისმა სხვაობა მალევე აღმოფხვრა და მეტოქე კომფორტული უპირატესობით, 6:3 დაამარცხა. გამარჯვებული გუნდიდან ორ-ორი გოლი გიორგი ქურდაძის და ბექა ონიანის ანგარიშზეა.

ტურის ცენტრალურ შეხვედრაში თელასმა თსუ-ს მინიმალური ანგარიშით, 2:1 სძლია. ორივე გუნდი ამ თამაშამდე უდანაკარგოდ ასპარეზობდა, თუმცა პირველ ტაიმში ვახტანგ ჯვარაშვილის გაფორმებული დუბლით ენერგეტიკოსებმა სატურნირო ცხრილში ერთპიროვნული ლიდერობა მოიპოვეს. თსუ-ს რიგებიდან ერთი გოლი დავით ბობოხიძემ გაიტანა.

დასკვნით მატჩში ილიაუნიმ ქუთაისის მართვეს უმასპინძლა და დიდი ანგარიშით, 9:1 იმარჯვა. პირველ ნახევარში უნივერსიტეტელებმა მეტოქეს შვიდი უპასუხო გოლი გაუტანეს. თამაშის განახლების შემდეგ კი ქუთაისელებმა ერთადერთი ბურთის გაქვითვა შეძლეს. ილიაუნის რიგებიდან ჰეთთრიკი გიორგი ტიკურიშვილმა გაიფორმა, ორი გოლი გიგა მამულაშვილის ანგარიშზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები