Thumbnail
  • ნიუ ორლეანი 127:112 ჰიუსტონი
  • დენვერი 120:115 საკრამენტო

ჰიუსტონ როკეტსი ჯეიმს ჰარდენის და რასელ ვესტბრუკის გარეშე თამაშობდა და აუტსაიდერ ნიუ ორლეანთან დამარცხდა. ნიუ ორლეანი, რომელსაც რამდენიმე საინტერესო კალათბურთელი ჰყავს კატასტროფული სტარტის შემდეგ, ნელ-ნელა ფორმაში შედის - ეს ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იყო.

აღსანიშნავია, რომ ლონზო ბოლი, ბრენდან ინგრემი და ჯრუ ჰოლიდეი 25 ქულას აცდნენ.

📺 ნიუ ორლეანი 127:112 ჰიუსტონი (მიმოხილვა)

დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთი ლიდერი დენვერ ნაგეთსი საკრამენტოს მასპინძლობდა და გამარჯვება მოახერხა. დენვერმა აქცენტი კვლავ გუნდურ კალათბურთზე გააკეთა და ერთდროულად შვიდმა კალათბურთელმა 10-დან 20-ქულამდე რადიუსში ქულების დაგროვება მოახერხა. ნიკოლა იოკიჩს 17 ქულა და 8 მოხსნა ჰქონდა.

📺 დენვერი 120:115 საკრამენტო (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები