Thumbnail

რომას ახალი მფლობელები ეყოლება - ისევ ამერიკელები

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • რომას მალე ახალი მფლობელი ეყოლება - ამერიკული კომპანია
  • წინა მფლობელის მმართველობით რომში უკმაყოფილოები იყვნენ

იტალიური პრესა წერს, რომ რომას გაყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დასკვნთ ფაზაშია და რამდენიმე დღეში რომას ახალი მფლობელები ეყოლება - ამერიკული 'The Friedkin Group'.

რომას წინა მფლობელი იტალოამერიკელი ბიზნესმენი ჯეიმს პალოტაა, რომლის მმართველობითაც რომას გულშემატკივარი უკმაყოფილო იყო - რომას არც შედეგები ჰქონდა სახარბიელო და გუნდიდან სკანდალით წასვლა მოუწიათ რომას ლეგენდებს, ფრანჩესკო ტოტის და დანიელე დე როსის.

ახალ მფლობელებს რომას შესყიდვა დაახლოებით 780-790 მილიონი დოლარი დაუჯდებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ პალოტა, ცუდი შედეგების მიუხედავად, რომას გაყიდვით დაახლოებით 150 მილიონ მოგებას ნახავს.

კომენტარები

ბოლო ამბები