Thumbnail

'მწვრთნელები სეზონს ვაფასებთ და არა წელიწადს' - კლოპმა 2019 გამარჯვებით დაასრულა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ლივერპული 1:0 ვულვერჰემპტონი
  • 1:0 - მანე (42)

ლივერპული 2019 წელი ენფილდზე ვულვერჰემპტონთან გამარჯვებით დაასრულა, მერსისადიელებმა მატჩი 42-ე წუთზე სადიო მანეს მიერ გატანილი გოლით მოიგეს.

მანეს გოლი VAR-მა გადაამოწმა, თუმცა მსაჯმა საგოლე გადაცემის ავტორზე - ადამ ლალანაზე ხელით თამაში არ დააფიქსირა და გოლი ჩაითვალა.

იურგენ კლოპი: "რთული მატჩი გამოდგა და ვულვზის წინააღმდეგ სხვანაირს არც ველოდი. საოცარი გუნდია, მათი კონტრ-შეტევაზე თამაშის მანერა აღტაცებას იწვევს. რთული მატჩი იყო, მაგრამ პრემიერლიგაში ყველა მატჩი რთულია, ასე რომ არ იყოს ყველა მოიგებდა. წელიწადით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ჩვენ ფეხბურთის მწვრთნელები სეზონს ვაფასებთ და არა წელიწადს, იმედია 2020-იც ასეთივე წარმტებული იქნება."

18 მოგება და 1 ფრე - ასეთია კლოპის შედეგი პირველ წრეში, ლივერპული პრემიერლიგას 55 ქულით ლიდერობს, ხოლო მეორე ადგილოსანი ლესტერს 42 ქულა აქვს. თუმცა კლოპს რეზერვში კიდევ ერთი - ვესტ ჰემთან გასამართი შეხვედრა აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები