Thumbnail

სერბეთმა ბეწვის ხიდზე გაიარა - საქართველოს ნაკრები ჯგუფში მე-3 ადგილზეა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი.
  • სერბეთმა ავსტრია 82:81 დაამარცხა.
  • საქართველოს ნაკრები ჯგუფში მესამე ადგილზეა.

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის G ჯგუფში საქართველო-გერმანიის თამაშის გარდა, კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა: ავსტრიამ სერბეთს უმასპინძლა.

გამომდინარე იქიდან, რომ 4-გუნდიანი ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე 3 ნაკრები გადის, საქართველოს ეროვნული გუნდისთვის ხელსაყრელი სერბების გამარჯვება და ავსტრიელთა მორიგი მარცხი იყო.

თამაში მოულოდნელი სცენარით განვითარდა და სერბებს იმაზე უფრო მეტად გაუჭირდათ გამარჯვება, ვიდრე ეს წინასწარ იყო მოსალოდნელი. შეიძლება ითქვას, რომ სერბებმა ბეწვის ხიდზე გაიარეს და ამით, არა მარტო სერბი, ქართველი გულშემატკივრებიც ანერვიულეს.

თამაში ქულა ქულაში წარიმართა და საბოლოოდ სერბების სასარგებლოდ 82:81 დასრულდა

თამაში დაძაბული და დრამატული გამოდგა. დასკვნითი მეოთხედი ავსტრიელებმა 18:16 მოიგეს, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და სერბეთმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.

სერბეთის რიგებში საუკეთესო სტევან იელოვაცი იყო, რომლის აქტივში 21 ქულაა, ავსტროელთა რიგებში კი ყველაზე შედეგიანი რასიდ მაჰალბასიჩი გახლდათ, რომელმაც 22 ქულა შესძინა გუნდს. 

ჯგუფს 4 გამარჯვებით გერმანიის ნაკრები ლიდერობს, მეორე ადგილზე 3 მოგებით და 1 მარცხით სერბეთია, მესამე ადგილზე ერთი გამარჯვებით საქართველოს ნაკრებია, ავსტრიის ნაკრებს კი 4 მარცხით ბოლო ადგილი უკავია.

 

კომენტარები

ბოლო ამბები