Thumbnail
  • ძიუდოს აკადემიაში საქართველოს ჩემპიონატი დასრულდა
  • მეორე დღეს ჩემპიონები 4 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ

ძიუდოში საქართველოს ჩემპიონატის მეორე დღეს ჩემპიონები 4 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.

81 კგ-ში ბრინჯაოს მედლებს გიორგი გიგაური და ბაჩო ტატალაშვილი დაეუფლნენ, წონის გამარჯვებული კი გიორგი კაციაშვილი გახდა, რომელმაც ფინალურ შეხვერაში ვლადიმირ ახალკაცს 2 ვაზარით სძლია.

90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლები გიორგი ქურდიანმა და იმედა გოგოლაძემ მოიგეს. ოქროს მედალს ავთანდილ ჭრიკიშვილი დაეუფლა, რომელსაც ლაშა ბექაურს იპონით აჯობა.

100 კგ-ში მესამე ადგილზე გიორგი ჩიქოვანი და ნიაზ დიასამიძე გავიდნენ. ჩემპიონი ონისე სანებლიძე გახდა, რომელმაც ფინალში ილია სულამანიძე დაამარცხა.

ონისე სანებლიძის კომენტარი

მძიმე წონაში (+100 კგ.) ბრინჯაოს მედლებს საბა ინანეიშვილი და ონისე ბუღაძე დაეუფლნენ. ფინალში ლევან მატიაშვილმა გელა ზაალიშვილს შიდოების უპირატესობით სძლია და ჩემპიონობა იზეიმა.

ლევან მატიაშვილის კომენტარი ჩემპიონობის შემდეგ

 

კომენტარები

ბოლო ამბები