Thumbnail

'დაცვაში თამაში უნდა ვისწავლოთ' - არტეტამ ჩელსისთან მარცხის შემდეგ ისაუბრა

  • არსენალი 1:2 ჩელსი
  • 1:0 - ობამეიანგი (13), 1:1 - ჟორჟინიო (83), 1:2 - აბრაჰამი (87)

ლონდონის არსენლამა პრემიერლიგის მეოცე ტურის მატჩი ადგილობრივ დერბიში - ჩელსის წინააღმდეგ ჩაატარა და შეხვედრა მიკელ არტეტას გუნდის მორიგი მარცხით დასრულდა.

შეხვედრაში ანგარიში გუნდის ლიდერმა - პიერ-ემერიკ ობამეიანგმა გახსნა, თუმცა მატჩის მიწურულს ჟორჟინიომ ანგარიში გაათანბრა, ხოლო რამდენიმე წუთში ტამი აბრაჰამმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

მიკელ არტეტა: "პეპეს ადაპტაციისთვის დრო ჭირდება, დღეს ვნახეთ მას როგორ შეუძლია თამაში. მთავარი პრობლემა დაცვის ხაზია, უნდა ვისწავლოთ თავის დაცვა ჩვენი საჯარიმოდან შორს."

არტეტა და ლამპარდი ფეხბურთელობისას

ფრენკ ლამპარდი: "არტეტა ჭკვიანი ფეხბურთელი იყო და დარწმუნებული ვარ კარგი მწვრთნელი იქნება. შესანიშნავი სტადიონი, კარგი ფეხბურთელები და ახალი მწვრთნელი - არ იყო ადვილი ამოცანა დღეს მოგება, თუმცა მიხარია, რომ ეს შევძელით."

მე-12 ადგილზე მყოფი არსენალი შემდეგ შეხვედრას ისევ სახლში - მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ გამართავს, ხოლო ჩელსი გასვლაზე ბრაიტონს ეთამაშება.

კომენტარები

ბოლო ამბები