Thumbnail
  • ATP CUP-ის გათამაშება ისტორიაში პირველად შედგება
  • საქართველოს მეტოქეები ესპანეთი, იაპონია და ურუგვაი იქნებიან

საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები ავსტრალიაში ჩავიდა, სადაც 3-12 იანვარს, სამ ქალაქში (სიდნეი, ბრისბენი, პერთი) ATP CUP-ის გათამაშება ჩატარდება.

View this post on Instagram

✊🏻

A post shared by Alexander Bakshi (@alexanderbakshi) on

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ტურნირი ისტორიაში პირველად შედგება და მასში მსოფლიოს 24 საუკეთესო ნაკრები მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს ნაკრები პრესტიჟულ შეჯიბრზე ნიკოლოზ ბასილაშვილის მაღალი რეიტინგის წყალობით მოხვდა.

ალექსანდრე ბაკში და ნიკოლოზ ბასილაშვილი პერთში

ცხადია, ბასილაშვილი, რომელმაც წლის მიწურულს მარჯვენა იდაყვზე ოპერაცია გაიკეთა და ნელ-ნელა ფორმაში დგება, ჩვენი გუნდის ლიდერი იქნება.

მის გარდა, გუნდის განაცხადში ალექსანდრე მეტრეველი, გიორგი ცივაძე, ალექსანდრე ბაკში და ზურა ტყემალაძე არიან, კაპიტანი კი დავით კვერნაძეა.

წილისყრის შედეგად, 24 ნაკრები ექვს 4-გუნდიან ჯგუფში განაწილდა.

თითო ქალაქში 2 ჯგუფის თამაშები გაიმართება, ფინალს კი, სადაც 8 ნაკრები გადის – 6 ჯგუფის გამარჯვებული და 2 საუკეთესო მეორეადგილოსანი – სიდნეი უმასპინძლებს.

ფორმატი ასეთია: მატჩი შედგება 3 შეხვედრისგან, 2 ერთეულთა და 1 წყვილთა თანრიგში. საერთო ჯამში, ATP CUP-ის თასზე დაუმარცხებელმა ჩოგბურთელმა შეიძლება 750 სარეიტინგო ქულა დააგროვოს.

ამასთან, მონაწილეები 22 მილიონ ავსტრალიურ დოლარსაც გაინაწილებენ.

ცნობილია, რომ საქართველოს ნაკრები მატჩებს პერთში ჩაატარებს.

ქართველ ჩოგბურთელებს სასტარტო შეხვედრა 4 იანვარს ესპანეთთან ელით, რომელსაც განაცხადში რაფაელ ნადალი, რობერტო ბაუტისტა აგუტი, პაბლო კარენო ბუსტა, ალბერტ რამოს-ვინოლასი და ფელისიანო ლოპესი ჰყავს.

6-ში იაპონიასთან შერკინებაა დაგეგმილი და ჩვენებურებს თამაში კეი ნიშიკორისთან, იოშიჰიტო ნიშიოკასთან, იასუტაკა უჩიამასთან, გო სოედასთანა და ბენ მაკლაჰლანთან მოუწევთ, 8 იანვარს კი ურუგვაისთან (პაბლო კუევასი, მარტინ კუევასი, ხუან მარტინ ფუმეო, ფრანკო რონკადელი, არიელ ბეჰარი) მატჩი შედგება.

ATP CUP (3-12 იანვარი)

A ჯგუფი: სერბეთი, საფრანგეთი, სამხრეთ აფრიკა, ჩილე
B ჯგუფი: ესპანეთი, იაპონია, საქართველო, ურუგვაი
C ჯგუფი: შვეიცარია, ბელგია, დიდი ბრიტანეთი, მოლდოვა
D ჯგუფი: რუსეთი, იტალია, აშშ, ნორვეგია
E ჯგუფი: ავსტრია, ხორვატია, არგენტინა, პოლონეთი
F ჯგუფი: გერმანია, საბერძნეთი, კანადა, ავსტრალია

 

კომენტარები

ბოლო ამბები