Thumbnail
  • პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი 120:128 ლოს ანჯელეს ლეიკერსი
  • ზედიზედ 4 მარცხის შემდეგ, ლეიკერსმა გამარჯვება გაიხსენა

მიუხედავად ტრავმისა, ლებრონ ჯეიმსმა პორტლენდთან მაინც ითამაშა და ლეიკერსს, როგორც იქნა, მოაგებინა. ლოს ანჯელესელებს ამ თამაშამდე ზედიზედ 4 მარცხი ჰქონდათ, რაც დასავლეთ კონფერენციის ლიდერისთვის ზედმეტად ცუდი სტატისტიკაა - ტრეილ ბლეიზერსთან 128:120 მოგებული მატჩით კი ეს ნეგატიური სერია შეწყდა. ლეიკერსმა სეზონში 25-ე გამარჯვება იზეიმა.

ლებრონმა, რომელსაც საზარდულის ტრავმა აწუხებს (კლიპერსთან მატჩში მიიღო), 21 ქულით და 16 პასით ორმაგი დუბლი შეასრულა და 7 მოხსნაც ჰქონდა. მატჩის წინ მისი თამაში საეჭვო იყო. ახლა კი, კითხვის ნიშნის ქვეშაა, ითამაშებს თუ არა ჯეიმსი ორშაბათს გამთენიისას, დალას მავერიკსის წინააღმდეგ - შესაძლოა, ლუკა დონჩიჩისა და ლებრონის დუელი ვერ ვნახოთ.

ლეიკერსის მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ ვოგელმა განაცხადა, რომ ლებრონთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დალასთან მატჩზე ფიქრისგან დამოუკიდებლად მიიღო: როცა ორ დღეში ორი თამაში გაქვს, ჯერ პირველ თამაშზე აკეთებ აქცენტს და მეორეზე არ ფიქრობ. ვნახოთ, როგორ იქნება ლებრონი ხვალ,” - აღნიშნა მან.

ყველაზე მეტი ქულა პორტლენდის ლიდერმა დემიენ ლილარდმა დააგროვა (31). ლეიკერსიდან ყველაზე მეტი ქულა კაილ კუზმას ჰქონდა (24). 

📺 ვიდეო: პორტლენდი 120:128 ლეიკერსი (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები