Thumbnail
  • ვესტ ჰემი ინგლისის პრემიერლიგის მე-20 ტურში ლესტერთან დამარცხდა
  • მანუელ პელეგრინის გუნდს ბოლო 5-მატჩიდან 4 წაგებული ჰქონდა

ინგლისის პრემიერლიგის მე-20 ტურში ვესტ ჰემი საკუთარ მოედანზე ლესტერთან 1:2 დამარცხდა და ბოლო 5 შეხვედრაში მე-4 მარცხი განიცადა, რის გამოც ლონდონელებმა მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლეს.

66 წლის ჩილელი სპეციალისტი, მანუელ პელეგრინი გუნიდან გაუშვეს. ვესტ ჰემი მე-17 ადგილამდე დაქვეითდა და ლონდონელებს მხოლოდ 19 ქულა აქვთ. ვესტ ჰემმა სეზონის დაწყების წინ 67 მილიონი ფუნტი სტერლინგი დახარჯა.

''ჩაქუჩები'' პელეგრინის შემცვლელს უკვე ეძებენ. ვესტ ჰემში ჩილელის თანამდებობას დევიდ მოიესი ან ტონი პულისი დაიკავებს.

კომენტარები

ბოლო ამბები