Thumbnail

საქართველოს 3 ჩემპიონი ცნობილია - წინ კიდევ 4 წონაა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • დიღმის ძიუდოს აკადემიაში საქართველოს ძიუდოს ჩემპიონატი დაიწყო
  • პირველ დღეს ჩემპიონები სამ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ

დიღმის ძიუდოს აკადემიაში, ძიუდოში საქართველოს ჩემპიონატი დაიწყო. პირველ დღეს ჩემპიონები 3 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.

60-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, ბრინჯაოს მედლებს თემურ ნოზაძე და შაქრო შათირიშვილი დაეუფლნენ.

რობინზონ ბეგლარიშვილი V თემურ ნოზაძე 📺

შაქრო შათირიშვილი VS გიორგი ჯამბურიძე 📺

ამ წონის გამარჯვებული ჯაბა პაპინაშვილი გახდა, რომელსაც ფინალში თავისი ძმა, ამირან პაპინაშვილი არ გამოუცხადა. ჯაბა საქართველოს ჩემპიონის ტიტულს პირველად დაეუფლა.

66-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, ბრინჯაოს მედლები გიორგი ბაზანდარაშვილმა და ბექა წიფიანმა მოიგეს.

გიორგი ბაზანდარაშვილი VS ლაშა ნადირაძე 📺

ბექა წიფიანი VS შალვა გაზაშვილი 📺

ამ წონის გამარჯვებული ბაგრატ ნინიაშვილი გახდა, რომელმაც ფინალში თორნიკე ნაგლიაშვილს სძლია. მან მეტოქეს ვაზარით აჯობა და ჩემპიონობა იზეიმა.

73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, ბრინჯაოს მედლებს გიორგი დიდებაშვილი და ალეკო მამიაშვილი დაეუფლნენ, ხოლო ოქროს მედალი ფრიდონ გიგანმა მოიგო, რომელმაც თორნიკე გვიჭიანს შიდოებით სძლია.

კომენტარები

ბოლო ამბები