Thumbnail

'მსურს თავი კინოში გამოვცადო' - კრიშტიანო რონალდო მსახიობობაზე ფიქრობს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • იუვენტუსის პორტუგალიელი თავდამსხმელმა მედიასთან თავის მომავალზე ილაპარაკა
  • რომელ საქმიანობას აირჩევს კრიშტიანო ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ

ტურინის იუვენტუსის თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ მედიასთან იმ საქმიანობაზე ისაუბრა, რომლითაც სიამოვნებით დაკავდებოდა ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ. როგორც ირკვევა, 34 წლის პორტუგალიელი ვარსკვლავი სიამოვნებით გამოცდიდა თავს გადასაღებ მოედანზე მსახიობის როლში.

"მოედანზე ყოველთვის მოსაგებად გავდივარ. როდესაც ორგანიზმი ვარჯიშზე სწორად რეაგირებას შეწყვიტავს, გავჩერდები. მრავალი წლის განმავლობაში პენსიაზე გასასვლელად იდეალური ასკაი 30-32 წელი იყო, ახლა კი 40 წლის ფეხბურთელების ნახვა შეიძლება.

როდესაც ფეხბურთის თამაშს დავასრულებ, სწავლას მივუბრუნდები. მიყვარს სწავლა, რადგან სამწუხაროდ, ყოველთვის არ მაქვს შეკითხვებზე პასუხები. არის კიდევ ერთი რაღაც, რაც მხიბლავს - მსურს თავი კინოში გამოვცადო, როგორც მსახიობმა", - ამბობს კრიშტიანო რონალდო.

კრიშტიანო საფეხბურთო მოედნიდან გადასაღებ მოედანზე გადანაცვლებაზე უკვე ფიქრობს

კრიშტიანო რონალდო ტურინის იუვენტუსის ღირსებას 2018 წლის ზაფხულიდან იცავს. მანამდე ის მადრიდის რეალში, მანჩესტერ იუნაიტედსა და ლისაბონის სპორტინგში გამოდიოდა. ფეხბურთელს ტურინელებთან კონტრაქტი 2022 წელს ეწურება და ამ დროისთვის ის უკვე 37 წლის იქნება.

პორტუგალიელმა ვარსკვლავმა სერია A-ში ჩატარებულ 14 მატჩშ 10 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი მიითვალა. კიდევ 2 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით თავდამსხმელი ჩემპიონთა ლიგის 6 შეხვედრაში გამოირჩა.

კომენტარები

ბოლო ამბები