Thumbnail

მარტინ ედეგორი მანჩესტერ სიტიში ითამაშებს - სულელების დღის მთავარი ტრანსფერი

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • რეალ სოსიედადმა ოფიციალურ საიტზე სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა
  • ბასკურმა კლუბმა სულელების დღესთან დაკავშირებით ხუმრობა მოიფიქრა

რეალ სოსიედადმა თავის ოფიციალურ საიტზე ხუმრობით გამოაცხადა, რომ გუნდის ნახევარმცველი მარტინ ედეგორი კარიერას 2019/20 წლების სეზონის ბოლომდე მანჩესტერ სიტიში გაავრცელებს. 

21 წლის ნორვეგიელი ფეხბურთელი მადრიდის რეალს ეკუთვნის, რეალ სოსიედადში კი იჯარით თამაშობს. რაც შეეხება ბასკური კლუბის განცხადებას, საქმე ისაა, რომ 28 დეკემბერს ესპანეთში "სულელების დღე" აღინიშნება და რეალ სოსიედადმაც ამასთან დაკავშირებით ხუმრობა მოიფიქრა.

"მადლობას ვუხდით მარტინს იმ პროფესიონალიზმისა და ერთგულებისთვის, რომელიც 2019 ივლისიდან მოყოლებული დღემდე, გუნდში გატარებულ პერიოდში გამოავლინა. ვუსურვებთ მას ყოველივე საუკეთესოს პირად და პროფესიონალურ ცხოვრებაში.
 
იძულებული გავხდით, ეს რთული გადაწყვეტილება მიგვეღო, რათა თავიდან აგვერიდებინა მომაბეზრებელი ცნობები, რომელიც მომავალი ექვსი თვის განმვალობაში მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისგან გველოდა. ამოვისუნთქეთ", - ნათქვამია რეალ სოსიედადის განცხადებაში.

მარტინ ოდეგაარდს დებიუტი რეალში 2014/15 წლების სეზონში, 16 წლისას ჰქონდა

მარტინ ედეგორმა, რომელიც რეალ სოსიედადში 2-წლიანი იჯარით ზაფხულში გადავიდა, ლა ლიგის მიმდინარე სეზონის 16 მატჩში ითამაშა, გაიტანა 4 გოლი და მიითვალა 5 საგოლე პასი. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მადრიდის რეალი ნორვეგიელი ნახევარმცველის იჯარიდან დაბრუნებას ვადამდე, უკვე სეზონის დასრულების შემდეგ აპირებს

ახალგაზრდა ნორვერგიელს მადრიდის რეალთან მოქმედი კონტრაქტი 2023 წლის ივნისამდე აკავშირებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები