Thumbnail

ჩხუბი ტატამიზე - სკანდალი საქართველოს ძიუდოს ჩემპიონატში

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საქართველოს ჩემპიონატი ძიუდოში დაძაბულად მიმდინარეობს 
  • ვასილ გაბიძაშვილი-გიორგი ნასყიდაშვილის შეხვედრა სკანდალური გამოდგა
  • მარცხით განაწყენებულმა ვასილ გაბიძაშვილმა მეტოქეს ხელი გაარტყა

საქართველოს ძიუდოს ჩემპიონატი დიღმის ძიუდოს აკადემიის დარბაზში 28 დეკემბერს დაიწყო და 29 დეკემბერს დასრულდება. შეხვედრები ძალიან დაძაბული უნდა გამოგდგეს, რადგანაც საპრიზო ოთხეულში შესვლა ყველას სურს, რათა ნაკრების წევრი გახდეს.

60 კგ-მდე წონით კატეგორიაში გამართული ერთ-ერთი დაპირისპირება სკანდალური გამოდგა. ვასილ გაბიძაშვილსა და გიორგი ნასყიდაშვილს შორის გამართულ ბრძოლის დასრულების შემდეგ, გაბიძაშვილი ნასყიდაშვილს ფიზიკურად შეეხო.

გაბიძაშვილი შეხვედრას ვაზარით იგებდა, რის შემდეგაც ნასყიდაშვილი გააქტიურდა და მსაჯს მეტოქე 3-ჯერ გააფრთხილებინა, რის გამოც გამარჯვება სწორედ ნასყიდაშვილს დარჩა. ამ ფაქტით გაბრაზებულმა გაბიძაშვილმა კი მეტოქეს ჯერ ხელის ჩამორთმევის დროს ხელი აუკრა და ამის შემდეგ კი ფიზიკურადაც შეეხო.

კომენტარები

ბოლო ამბები