Thumbnail
  • მანჩესტერ იუნაიტედი - ჩელსი 2:1
  • ლუკაკუმ ექვსეულის გუნდთან პირველად გაიტანა

პრემიერლიგის 28-ე ტურის შეხვედრაში მანჩესტერ იუნაიტედმა ჩელსის უმასპინძლა და მეტოქე დაძაბულ მატჩში - 2:1 დაამარცხა. ჟოზე მოურინიოს თქმით ჩელსიმ შეხვედრა კარგად დაიწყო, მაგრამ შესვენებაზე პორტუგალიელმა შეცდომების გამოსწორება მოახერხა და იუნაიტედმა ჩელსისთან 3 ქულა აიღო.

შეხვედრის პირველი ტაიმი ჩელსის უპირატესობით წარიმართა, 32' წუთზე ვილიანმა მეკარისგან ახლო, დაბალ კუთხეში დაარტყა და დავიდ დე ხეას შეცდომას გოლი მოჰყვა. მთელი მატჩი აქტიური იყო რომელუ ლუკაკუ, ბელგიელმა ვილიანის გოლის შემდეგ, მალევე ჩელსის საჯარიმოსთან ბურთი მიიღო, თანაგუნდელებთან - ალექსის სანჩესთან და მარსიალთან ეფექტურად გაითამაშა და ანაგარიში გაათანაბრა - 1:1.

პირველი გოლის ეპიზოდი

ეს ბელგიელისთვის მიმდინარე სეზონში 22-ე გოლი იყო და ასევე, იუნაიტედის 9 ნომერმა ექვსეულის გუნდთან პირველად გაიტანა, რის გამოც (დიდ გუნდებთან მშრალი სერიის), მთელი სეზონია აკრიტიკებენ. შეხვედრის 67' წთუზე ალექსის სანჩესის საჯარიმოში ჩაწოდებულს, ისევ ლუკაკუ დახვდა, ეფექტურად დაარტყა და ტიბო კურტუამ მოიგერია.

ჟოზე მოურინიო
"ყველა მოთამაშემ ბევრი იშრომა. თუ ვინმეს უნდა მოეგო დღეს, ეს პირველრიგში ჩვენ ვიყავით. პირველი ტაიმი ჩელსიმ კარგად დაიწყო, მაგრამ მეორეში გადაწყობა მოვახერხეთ და მატჩი შემოვატრიალეთ."

65' წუთზე ჟოზემ ცვლილება გააკეთა, რომელმაც თამაშის ბედი შეცვალა - მარსიალის ნაცვლად, მოედანზე გუნდის მეორე საუკეთესო გოლეადორი - ჯესი ლინგარდი შემოვიდა. ყველაფერი სკოტ მაკტომინეის ბრწყინვალე პასით დაიწყო, რომელიც რომელუ ლუკაკუმ მარჯვენა ფლაგნზე მიიღო, პედრო და რუდიგერი მოატყუა და საჯარიმოში შეჭრილ ლინგარდს გადააწოდა, სადაც ინგლისელმა თავით ეფექტურად ითამაშა და იუნაიტედი დააწინაურა.

ჯესი ლინგარდის გამარჯვების გოლი ჩელსის კარში

ეს ლინგარდისთვის მეცამეტე გოლი აღმოჩნდა, მხოლოდ რომელუ ლუკაკუს (22) აქვს გუნდში მეტი გოლი გატანილი. ჩელსიმ მეორე ტაიმი მთლიანად ჩააგდო, ლონდონელებს სახიფათო მომენტი არ ჰქონიათ, თუ არ ჩავთვლით ალვარო მორატას ოფსაიდიდან გატანილ გოლს. ანტონიო კონტეს თქმით, ფრე ამ შეხვედრაში ლოგიკური შედეგი იქნებოდა. ჩელსიმ ბოლო 5 მატჩიდან, მესამედ წააგო და მეხუთე ადგილზე ჩამოქვეითდა.

კომენტარები

ბოლო ამბები