Thumbnail

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 2019 წელი შეაჯამა და სხვადასხვა ნომინაციებში საუკეთესოები გამოავლინა. წლის საუკეთესო ფეხბურთელი ჯაბა კანკავა გახდა, რომელსაც ოთარ კიტეიშვილი და გიორგი ლორია უწევდნენ კონკურენციას. ეროვნულ ლიგაში საუკეთესო ფლამარიონ ჯოვინო იყო, საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ზურიკო დავითაშვილი დასახელდა, მწვრთნელებს შორის კი გია გეგუჩაძე გამოარჩიეს.

📸 | GFF AWARDS 2019

📸 | GFF AWARDS 2019

📸 | GFF AWARDS 2019

📸 | GFF AWARDS 2019

📸 | GFF AWARDS 2019

📸 | GFF AWARDS 2019

📸 | GFF AWARDS 2019

📸 | GFF AWARDS 2019

📸 | GFF AWARDS 2019

დაჯილდოების შემდეგ კომენტარები გაკეთდა.  

ლევან კობიაშვილი (საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი):
"ჯაბა კანკავამ ნამდვილად დაიმსახურა ეს აღიარება. გამორჩეული ფეხბურთელია, გამორჩეული ადამიანია და მინდა მივულოცო მას ეს წარმატება. დარწმუნებული ვარ, მისთვის ეს დამატებითი მოტივაცია იქნება თუნდაც იმ მარტის თამაშების წინ, რომლებსაც ყველა ასე ველოდებით. ჯაბა მაგალითია ახალგაზრდებისთვის, თუ როგორი უნდა იყოს პროფესიონალი ფეხბურთელი. მინდა მას წარმატება ვუსურვო 2020 წელს".

გია გეგუჩაძე (ეროვნული ლიგის წლის საუკეთესო მწვრთნელი):
"პირველ რიგში, მადლობა ყველას, ვინც მხარი დამიჭირა. ბევრი ღირსეული მწვრთნელია, ვინც შეიძლება უფრო მეტადაც იმსახურებს ამ აღიარებას. მთელი წლის განმავლობაში ძალიან მეხმარებოდნენ დინამო ბათუმის ფეხბურთელები და კლუბის ხელმძღვანელები. ეს ჯილდო ეკუთვნით გულშემატკივრებს, რომლებიც ყოველთვის ავსებენ ტრიბუნებს და მხურვალედ გვქომაგობენ. ცალკე გამოვყოფ ჩვენ ფან კლუბს, რომელსაც ყველაზე მეტად ეკუთვნის ეს ჯილდო. მათი დახმარებით გავედით მეორე ადგილზე და მოვიპოვეთ ევროსაგზური".

გია გეგუჩაძემ დინამო ბათუმს ვიცე-ჩემპიონობა მოაპოვებინა

ოთარ კიტეიშვილი (წლის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინანტი):
"საქართველოში ბევრი კარგი ფეხბურთელია და ნომინანტებში მოხვედრა ძალიან სასიამოვნოა. ნორმალური წელი მქონდა როგორც კლუბში, ისე ნაკრებში, თუმცა აუცილებელია პროგრესი. მით უმეტეს, 2020 წელს უმნიშვნელოვანესი თამაშები გველოდება. იმედია, ყველას ოცნება ასრულდება და გავალთ ევროპის ჩემპიონატზე". 

ზურიკო დავითაშვილი (წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი):
"ყველა ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანია ინდივიდუალური პრიზი და მოხარული ვარ, რომ ამ ნომინაციაში გავიმარჯვე. შევეცდები, რომ ასე გავაგრძელო და 2020 წელს კიდევ უფრო მოვუმატო. მარტში ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს ბელარუსთან და იმედია, ჯერ პლეი ოფის ფინალის საგზურს მოვიპოვებთ, შემდეგ კი ევროპის ჩემპიონატზე გავალთ. განწყობა ოპტიმისტურია, მიზანი კი მხოლოდ გამარჯვებაა".

კომენტარები

ბოლო ამბები