Thumbnail

ფუტსალის ლიგა: ლიდერების დუელში აგორამ გაიმარჯვა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • თელასი 4:2 აფხაზეთი
  • ბსუ 12:5 მართვე
  • კოლხი 15;5 თბილისი
  • აგორა 2:1 ტატიშვილი

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს ფუტსალის ლიგის მე-10 ტურის შეხვედრები გაიმართა.

მოქმედი ჩემპიონი სტუ-თელასი აფხაზეთს დაუპირისპირდა და როგორც მოსალოდნელი იყო, დაამარცხა მეტოქე. თელასმა 4:2 მოიგო, გამარჯვებული გუნდიდან კი ორი გოლით კახაბერ მაისაია გამოირჩა.

უხვგოლიანი გამოდგა ბათუმის ტექნიკური უნივერსიტეტის და მართვეს დაპირისპირება. ბათუმელებმა გაამართლეს ფავორიტის სტატუსი და 12:5 სძლიეს მეტოქეს.

ერთ მატჩში გატანილი გოლების რაოდენობით, რეკორდი მოიხსნა თბილისის და კოლხი-გულრიფშის შეხვედრაში. კოლხიმ 15:5 გაანადგურა მეტოქე. გამარჯვებულთა რიგებში ხუთი გოლი გაიტანა ირანელმა ლეგიონერმა ბაბაქ ალავერიქჰანმა.

ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს ჩემპიონატის ორი ფავორიტი: აგორა და ტატიშვილი დაუპირისპირდნენ. დაძაბული შეხვედრა აგორას გამარჯვებით 2:1 დასრულდა. აგორა ჯანო გიორგაიამ დააწინაურა, რასაც გიორგი სილაგავას საპასუხო გოლი ,მოჰყვა. გამარჯვების გოლი გიორგაიამ გაიტანა და დუბლი შეასრულა.

სატურნირო ცხრილში 25 ქულით აგორა ლიდერობს და უახლოეს მდევარ სტუ-თელასს 3 ქულით უსწრებს.მესამე ადგილზე 21 ქულით ტატიშვილია

 

კომენტარები

ბოლო ამბები