Thumbnail

‘ის ფენომენია’ – ჯორდანმა დონჩიჩით აღფრთოვანება ვერ დამალა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ამერიკელმა ლეგენდამ სლოვენიელ ტალანტზე ისაუბრა
  • მაიკლ ჯორდანს 6 საჩემპიონო ბეჭედი აქვს მოგებული

ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელი მაიკლ ჯორდანი NBA-ში ლუკა დონჩიჩის თამაშს გამოეხმაურა და დალას მავერიქსის სლოვენიელი ტალანტით აღფრთოვანება ვერ დამალა.

“ლუკა ფენომენალური კალათბურთელია, რომელიც ამავდროულად ძალიან ახალგაზრდაა. ის ისეთ თვისებებს ავლენს, რომელთა შესაძენად სხვებს წლები სჭირდებათ. მისი შემდგომი პროგრესისთვის თვალის მიდევნება ნამდვილად საინტერესო იქნება”.

შეგახსენებთ, რომ ჯორდანს ჩიკაგო ბულსის რიგებში ლიგის ჩემპიონობა 6-ჯერ აქვს მოპოვებული და NBA-ს ფინალური სერიის უძვირფასესი მოთამაშეც (NBA) ამდენჯერვე გამხდარა.

20 წლის დონჩიჩი მცირე ტრავმის მოშუშების შემდეგ სან ანტონიოსთან დღევანდელ მატჩში (102:98) გამოჩნდა და 24 ქულა, 10 მოხსნა და 8 პასი მოაგროვა.

ამ დროისთვის, ლუკას საშუალო მაჩვენებლები ასე გამოიყურება: 32.2 წუთი, 29.1 ქულა, 9.6 მოხსნა, 8.8 პასი.

კომენტარები

ბოლო ამბები