Thumbnail
  • საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ წლის საუკეთესოები დაასახელა
  • ჯაბა კანკავა საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელი მეორედ გახდა
  • ეროვნულ ლიგაში დინამო ბათუმის თავდამსხმელი ჯოვინო გამოარჩიეს
  • ჩემპიონატის საუკეთესო მწვრთნელი ბათუმელთა თავკაცი გია გეგუჩაძეა 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სასტუმრო "შერატონში" წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა, სადაც მთავარი მოვლენა საქართველოს 2019 წლის საუკეთესო ფეხბურთელისა და ეროვნული ლიგის საუკეთესო მოთამაშის დასახელება იყო, თუმცა გამარჯვებულები სხვა ნომინაციებშიც გამოვლინდნენ.

საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელი: ჯაბა კანკავა

საქართველოს 2019 წლის საუკეთესო ფეხბურთელი საქართველოს ნაკრების კაპიტანი და ყაზახური ტობოლის ნახევარმცველი ჯაბა კანკავა გახდა.

33 წლის ფეხბურთელმა ეროვნულ ნაკრებში წელს 8 მატჩში ითამაშა და თითო გოლითა და საგოლე პასით გამოირჩა. ჯაბამ სუპერგოლი 15 ოქტომბერს, ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში, სტუმრად გიბრალტართან შეხვედრაში (3:2) გაიტანა.

📺 ჯაბა კანკავას გოლი გიბრალტარის კარში

კანკავამ საკლუბო დონეზე წელს ყველა ტურნირის 33 მატჩში ითამაშა, მისმა ტობოლმა კი ყაზახეთის ჩემპიონატი მეოთხე ადგილზე დაასრულა.  

ჯაბა კანკავამ, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 85 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი (პლუს 4 საგოლე პასი), აღნიშნული ჯილდო კარიერაში მეორედ მოიპოვა. სფფ-მ წლის ფეხბურთელად ის 2015-შიც დაასახელა. 

'გულშემატკივრების სურვილი ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრაა და პირობას ვდებ, პირადად მე და ნაკრები ამისთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ'

"ჩემთვის დიდი პატივია ამ პრიზის მეორედ მიღება. მადლობა ყველას, ვინც ამ წარმატებაში მონაწილეობა მიიღო. განსაკუთრებული მადლობა ნაკრების წევრებს - თქვენს გარეშე მე აქ არ ვიდგებოდი. მინდა გისურვოთ წარმატებული 2020 წელი. გულშემატკივრების სურვილი ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრაა და პირობას ვდებ, პირადად მე და ნაკრები ამისთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ" - თქვა ჯაბა კანკავამ დაჯილდოების შემდეგ. 

ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი: ფლამარიონ ჯოვინო

ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი დინამო ბათუმის ბრაზილიელი თავდამსხმელი ჯოვინო ფლამარიონი გახდა. 23 წლის ფეხბურთელმა ეროვნული ლიგის 30 მატჩში ითამაშა, გაიტანა 17 გოლი და მიითვალა 2 საგოლე პასი. 

ჯოვინო დინამო ბათუმის ღირსებას 2017 წლიდან იცავს. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის სეზონში, როდესაც ბათუმი ქვედა ლიგაში გამოდიოდა, ბრაზილიელი საუკეთესოდ ეროვნული ლიგა 2-ში  აღიარეს.

ნომინირებულნი ასევე იყვნენ გიორგი კოხრეიძე (საბურთალო) და ლევან კუტალია (დინამო თბილისი).

ეროვნული ლიგის საუკეთესო მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

ეროვნულ ლიგაში 2019 წელს გადმოსულმა დინამო ბათუმმა ჩემპიონატი მეორე ადგილზე დაასრულა და ვიცე-ჩემპიონობასთან ერთად, ევროთასებზე ასპარეზობის უფლებაც მოიპოვა.

გია გეგუჩაძის გუნდმა საჩემპიონო ბრძოლა დინამო თბილისთან მხოლოდ ჩემპიონატის დასკვნით ნაწილში დათმო, ჯამში ჩატარებული 36 მატჩიდან კი 21 მოიგო, 7 ფრედ დაასრულა და 8 დათმო. 

54 წლის სპეციალისტი ბათუმურ გუნდს მეორე სეზონია, რაც წვრთნის. შარშან კი გეგუჩაძე საუკეთესო მწვრთნელად ეროვნულ ლიგა 2-ში დასახელდა.

გამარჯვებულები სხვა ნომინაციებში

ეროვნული ლიგის საუკეთესო მეკარე: ხოსე პერალესი (დინამო თბილისი).

ეროვნული ლიგის საუკეთესო მცველი:  მამუკა კობახიძე (დინამო ბათუმი).

ეროვნული ლიგის საუკეთესო ნახევარმცველი: ნიკა ნინუა (დინამო თბილისი).

ეროვნული ლიგის საუკეთესო თავდამსხმელი: ლევან კუტალია (დინამო თბილისი).

ეროვნული ლიგის საუკეთესო ლეგიონერი:  ფლამარიონ ჯოვინო (დინამო ბათუმი).

ეროვნული ლიგის ბომბარდირი: ლევან კუტალია (დინამო თბილისი, 20 გოლი).

ეროვნული ლიგის სიმბოლური ნაკრები: პერალესი (დინამო თბილისი) - მალი (საბურთალო), მონხილი (დინამო თბილისი), კობახიძე (დინამო ბათუმი), გიორბელიძე (დილა) - ალთუნაშვილი (საბურთალო), ნინუა (დინამო თბილისი), შენგელია (დინამო თბილისი), კოხრეიძე (საბურთალო) - კუტალია (დინამო თბილისი) ჯოვინო (დინამო ბათუმი). 

ეროვნული ლიგა 2-ის საუკეთესო მწვრთნელი: კახა კაჭარავა (სამტრედია).

ეროვნული ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირი: გიორგი ნიქაბაძე (მერანი თბილისი). 

ეროვნული ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელი: გურამ სამუშია (სამტრედია).

ალექსანდრე ჩივაძის პრემია 17-წლამდე ფეხბურთელებს:  ბრინჯაო - ოთო მამაგეიშვილი, ვერცხლი - გიორგი აბუაშვილი, ოქრო - ლუკა გაგნიძე. 

ალექსანდრე ჩივაძის პრემია 19-წლამდე ფეხბურთელებს: ბრინჯაო - ანატოლი მესიაჩენკო, ვერცხლი - ცოტნე კაპანაძე, ოქრო - გიორგი გულიაშვილი.

წლის საუკეთესო მსაჯი: ირაკლი კვირიკაშვილი.

წლის საუკეთესო გოლი: გიორგი გულიაშვილი (U19. საქართველო 2:0 ხორვატია).

წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი: ზურიკო დავითაშვილი (ყაზანის რუბინი).

ფუტსალის წლის საუკეთესო მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი (თელასი).

ფუტსალის წლის საუკეთესო ფეხბურთელი:  არჩილ სებისკვერაძე (სვაროგი, ჩეხეთი).

ქალთა ფეხბურთის წლის საუკეთესო მწვრთნელი: რევაზ კუკულაძე (ლანჩხუთი).

ქალთა ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი: ხატია ჭყონია (ლანჩხუთი).

წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი: ტატიანა მატვეევა (ტენერიფე, ესპანეთი).

📸 | GFF AWARDS 2019

📸 | GFF AWARDS 2019

📸 | GFF AWARDS 2019

📸 | GFF AWARDS 2019

📸 | GFF AWARDS 2019

📸 | GFF AWARDS 2019

📸 | GFF AWARDS 2019

📸 | GFF AWARDS 2019

📸 | GFF AWARDS 2019

კომენტარები

ბოლო ამბები