Thumbnail
  • ლესტერ სიტი 0:4 ლივერპული
  • იურგენ კლოპის კომენტარი

ინგლისის პრემიერლიგის მე-19 ტურში "კინგ პაუერ სტედიუმზე" ლიდერთა მატჩი გაიმართა - ლესტერმა ლიდერ ლივერპულს უმასპინძლა და 0:4 დამარცხდა. იურგენ კლოპის გუნდში დუბლი რობერტო ფირმინომ შეასრულა, თითო გოლი ჯეიმს მილნერისა (პენალტი) და ალექსანდერ-არნოლდის ანგარიშზეა. თუმცა ეს არ ყოფილა იოლი მატჩი კლოპის გუნდისთვის, 71-ე წუთამდე სტუმრები მხოლოდ მინიმალური სხვაობით იგებდნენ.

ლივერპულს 18 თამაშის შემდეგ 52 ქულა აქვს და ლესტერ სიტის უკვე 13 ქულით უსწრებს. ლესტერის გადასწრების შანსი მანჩესტერ სიტის გაუჩნდა. 29 დეკემბერს ლივერპული ვულვზს უმასპინძლებს.

იურგენ კლოპი (ლივერპულის მწვრთნელი): "დღეს ძალზე კონცენტრირებულებმა ვითამაშეთ და ბევრი რამ მართლა კარგად გავაკეთეთ. მეტოქის დარტყმებს ისე ვიგერიებდით მეკარემდე არ მიდიოდა. პირველი გოლი ბრწყინვალე იყო, თუმცა მანამდე უკეთესი შანსი გვქონდა. მესამე გოლი ფანტასტიკური იყო. თავადაც გვიკვირდა, რომ ფეხბურთელებს მე-80 წუთისთვის სპრინტის თავი ჰქონდათ.

არის თუ არა სადმე უკეთესი განაპირა მცველი, ვიდრე ტრენტია? არავის ვეძებთ, ის მაგრად თამაშობს. მას უკეთესადაც უთამაშია, სხვათა შორის. დღეს ტრენტი გადამწყვეტი ფაქტორი იყო. ვიცით, რა დიდი მნიშვნელობისაა მისი ჩაწოდებები ჩვენთვის".

საინტერესო ფაქტები

⚽ ლივერპული უკვე 35 ტურია, რაც არ აგებს პრემიერლიგაში, არსენალის რეკორდამდე 14 მატჩი რჩება.

⚽ ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა გასულ და ახლანდელ სეზონებში 20 ასისტი გააკეთა, ყველაზე მეტი პრემიერლიგაში. 

⚽ "ბოქსინგ დეიზე" ლივერპულმა ბოლო 5 მატჩი მოიგო, ბურთების შეფარდებით 15:0.

⚽ ფირმინოს მეორე გოლი იურგენ კლოპის ხელმძღვანელობით ლივერპულის მე-500 გოლია.  

კომენტარები

ბოლო ამბები