Thumbnail

'არ მეგონა თუ მატჩს შემოვაბრუნებდით' - არტეტა პირველი თამაშით კმაყოფილია

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ბორნმუთი 1:1 არსენალი
  • 1:0 - გოსლინგი (35), 1:1 - ობამეიანგი (63)

არსენალმა პრემიერლიგის მორიგი შეხვედრა სტუმრად ბორნმუთთან გამართა. მატჩი სადებიუტო აღმოჩნდა არსენალის ახალი მწვრთნელის - მიკელ არტეტას სამწვრთნელო კარიერაში.

ესპანელი ყოფილ გუნდში რამდენიმე დღის წინ დაინიშნა, შეგახსნებთ რომ მანამდე არტეტა მანჩესტერ სიტიში პეპ გვარდიოლას თანაშემწე გახლდათ - ამ პოზიციაზე ბასკმა თითქმის 3 წელი იმუშავა.

მიკელ არტეტა: "გუნდმა ხასიათი გამოავლინა, პირველი ტაიმის შემდეგ არ ველოდი მოვლენების ასეთ განვითარებას. თუმცა ვაჩვენეთ, რომ მატჩში გარდატეხის შეტანა შეგვიძლია. საბოლოო ჯამში პირველი თამაშის ფონზე კმაყოფილი ვარ შედეგით."

ბორნმუთის დენ გოსლინგის გოლს, არსენალიდან 63-ე წუთზე პიერ ემერიკ-ობამეიანგმა უპასუხა - არსენლის ბოლო 16 გასვლაზე გატანილი გოლიდან, 11 სწორედ გაბონელის ანგარიშზეა!

კომენტარები

ბოლო ამბები