Thumbnail

'არ შეგვძელო ზედიზედ ორჯერ დამარცხება' - ტოტენჰემმა თამაში შემოატრიალა 

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ტოტენჰემი 2:1 ბრაიტონი
  • ჟოზე მოურინიოს კომენტარი მატჩის შემდეგ

ინგლისის პრემიერლიგის მე-19 ტურში, "ბოქსინგ დეიზე" ჟოზე მოურინიოს ტოტენჰემმა ბრაიტონთან თამაშის შემოტრიალება და გამარჯვება შეძლო 2:1. 37-ე წუთზე სტუმრებმა საჯარიმო ჩააწოდეს და ლონდონელთა კარში თავით ადამ ვებსტერმა გაიტანა.

შესვენების შემდეგ, 53-ე წუთზე ჰარი კეინმა დამატებაზე დაასწრო ყველას და სეზონში მე-10 გოლი გაიტანა. 72-ე წუთზე დელე ალიმ ტოტენჰემს 3 ქულა მოუტანა. ტოტენჰემმა I წრე (19 თამაში) 29 ქულით დაასრულა. 

ტოტენჰემს დელე ალიმ მოაგებინა

ჟოზე მოურინიო (ტოტენჰემის მწვრთნელი): "მეორე ტაიმის წინ სულ სხვა განწყობით გავედით მოედანზე და ამან გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. თამაში არც ისე კარგად დავიწყეთ, შემდეგ გავიტანეთ, მაგრამ თამაშგარე მდგომარეობიდან. ამის მერე კი უკვე მეტოქემ გაგვიტანა. ბრაიტონის კონტროლი ძალიან გაგვიჭირდა. საბოლოოდ, ჩვენ ფანტასტიკური საბრძოლო სული გამოვავლინეთ.

მეორე ტაიმში კორექტივების შეტენა დამჭირდა. ნახევარდაცვაში მოთამაშეთა რიცხვი გავათანაბრეთ და ამით მატჩის კონტროლი უკეთ გამოგვივიდა, თუმცა ბოლომდე გაგვიჭირდა.

არ შეგვეძლო ზედიზედ ორი მატჩის წაგება, ბიჭებს ვუთხარი, რომ ყველაფერი ჩაედოთ ამ მატჩში, არ დაეშურათ ძალები, ბოლომდე დაცლილიყვნენ. ვფიქრობ, წაგება მტკივნეულია, თუ წაგება არ "გტკივა", მაშინ შენ ამ საქმისთვის არ გამოდგები".

კომენტარები

ბოლო ამბები