Thumbnail

ნორვეგია პირველია, გერმანია მეორე - ზამთრის ოლიმპიადა დასრულდა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ზამთრის ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ დაიხურა.
  • სოკ-ის გერმანელმა პრეზიდენტმა თომას ბახმა ოლიმპიადა დადებითაც შეაფასა.

რიგით 23-ე ზამთრის ოლიმპიური თამაშები პიონჩანში დასრულებულია - ოლიმპიადა ადგილობრივი დროით 21:40-ზე საზეიმოდ დაიხურა. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა თამაშები დადებითად შეაფასა და, ტრადიციულად, მთელი მსოფლიო ზამთრის მომდევნო ოლიმპიადაზე დაპატიჟა, რომელიც 2022 წელს პეკინში გაიმართება. ოლიმპიური ცეცხლი 21:54-ზე ჩააქრეს.

მართალია, გერმანელებმა და ნორვეგიელებმა 14-14 ოქროს მედალი მოიპოვეს, მაგრამ პირველი ადგილი ნორვეგიის ოლიმპიურმა გუნდმა დაიკავა, რადგან სკანდინავიელებმა გერმანელებმზე ოთხით მეტი ვერცხლი (14) და ასევე ოთხით მეტი ბრინჯაო (11) აიღეს. სულ ნორვეგიამ გერმანიაზე 8 მედლით მეტი მოიპოვა.

მესამე ადგილზე კანადის გუნდი გავიდა (11 ოქრო, 8 ვერცხლი, 10 ბრინჯაო), მეოთხე პოზიცია კი ამერიკელებმა დაიკავეს (9-8-6).

კომენტარები

ბოლო ამბები