Thumbnail

საშობაო ოცნება ახდა - ხოაკინმა ბეტისთან გაახანგრძლივა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ხოაკინ სანჩესმა ბეტისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
  • ესპანელი გუნდში 2021 წლის ივლისამდე დარჩება

38 წლის ესპანელმა ფეხბურთელმა, ხოაკინ სანჩესმა ბეტისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. გუნდის კაპიტანი სევილიურ კლუბში 2021 წლის 30 ივნისამდე დარჩება. 

ბეტისი ხოაკინთან მოლაპარაკებებს რამდენიმე თვის განმავლობაში აწარმოებდა, რის შემდეგაც ის დაითანხმეს, რომ გუნდში დარჩენილიყო და თამაში გაეგრძელებინა. 17 წელია, რაც ხოაკინი ბეტისის ღირსებას იცავს. ყველაფერი კი აკადემიიდან და ასაკობრივი გუნდიდან დაიწყო.

ხოაკინმა ლა ლიგის მე-16 ტურში ბილბაოს ატლეტიკთან ჰეთ თრიკი შეასრულა და ლა ლიგის ისტორიაში ჰეთ-თრიკის ყველაზე ასაკოვანი ავტორი გახდა.

''ახლა დროა, რომ დავსხდეთ და კონტრაქტი განვაახლოთ, თუ პირობებზე შევთანხმდებით'' - განაცხადა ხოანიკმა 9 დეკემბერს. სევილიელი შემტევის ოცნება საშობაოდ ახდა და მშობლიურ გუნდში დარჩა.

კომენტარები

ბოლო ამბები