Thumbnail

'არქიმ' ჰალკს ბინა აჩუქა - ლევან საგინაშვილი სათანადოდ დააფასეს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საახალწლო სიურპრიზი ლევან საგინაშვილს
  • 'ქართველ ჰალკს' TOP 8 მკლავჭიდელის ტურნირის მოგება დაუფასეს

ქართველ მკლავჭიდელ ლევან საგინაშვილს, რომელიც ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებულია, სამშენებლო კომპანია 'არქიმ' ბინა აჩუქა.

საგინაშვილმა ბოლოს TOP 8 მკლავჭიდელის ტურნირში მიიღო მონაწილეობა, სადაც სამივე შეხვედრაში 6:0 გაიმარჯვა და მსოფლიოს უძლიერესი მკლავჭიდელი გახდა.

წაიკითხე ლევან საგინაშვილი: დღეს უძლიერესი ვარ და ყველას ჩემთან სურს შეხვედრა

"მოულოდნელი საჩუქარი იყო. ძალიან გახარებული ვარ. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა 'არქის'. ცოტა აღელვებული ვარ და საუბარი მიჭირს. ყველას დიდი მადლობა, ვინც ამ საქმეში იყო ჩართული," - განაცხადა საგინაშვილმა.

არქის საჩუქარი ლევან საგინაშვილს 🇬🇪😍👏

არქიმ ლევან საგინაშვილს (ქართველ ჰალკს) ბინა აჩუქა 🇬🇪😍👏

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on ოთხშაბათი, 25 დეკემბერი, 2019

 

კომენტარები

ბოლო ამბები