Thumbnail
  • ქართველ კალათბურთელთა გუნდმა მოგების გემო გაიხსენა
  • ალ შამალი წლის დასკვნით მატჩს აუტსაიდერთან ჩაატარებს 

გიორგი ცინცაძისა და მიხეილ ბერიშვილის ალ შამალმა ყატარის საკალათბურთო ჩემპიონატში განცდილი ზედიზედ 2 მარცხის შემდეგ, გამარჯვების გემო გაიხსენა და ერთ-ერთ ლიდერ ალ ვაკრას 85:75 სძლია.

გადამწყვეტი მე-3 მეოთხედი გამოდგა, რომელიც მასპინძლებმა 26:13 მოიგეს.

ქართველი ლეგიონერები ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყვნენ და დიდი დროც დაეთმოთ.
ცინცაძემ 33:40 წუთში 11 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. მან 7-დან 3 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

16 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება იყო ბერიშვილის მონაგარი, რომელმაც მოედანზე 35:15 წუთი გააატარა. მიხეილმა 7-დან 5 ორქულიანი და 5-დან 2 სამქულიანი გამოიყენა, ერთხელ შეცდა, 3-ჯერ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები ერთხელ დაირღვა.

შედეგად, ბერიშვილის სარგებლიანობის კოეფიციენტი 20-ს გაუტოლდა და ის მხოლოდ ამერიკელ აარონ მიტჩელს ჩამორჩა, რომელმაც 30 ქულას 8 მოხსნა, 4 პასი და 3 ჩაჭრა წაამატა.

ალ შამალმა 3 მოგება და 2 მარცხი მოაგროვა და 9-გუნდიან ლიგაში მე-5 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 29 დეკემბერს, სტუმრად, აუტსაიდერ ალ სადთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები