Thumbnail
  • ფილადელფია 121:109 მილუოკი
  • ჯოელ ემბიდის 31 ქულა და 11 მოხსნა მილუოკი ბაქსთან

NBA-ის რეგულარული სეზონის შობისდღის მეორე მატჩი ფილადელფიასა და მილუოკის შორის გაიმართა. სიქსერსმა  მილუოკი 12 ქულის სხვაობით, 121:109 დაამარცხა, რითიც მიმდინარე სეზონში 23-ე გამარჯვება იზეიმა.

ფილადელფიამ ტაიმი 21 ქულით მოიგო (69:48), რასაც მესამე პერიოდის კიდევ 6 ქულით მოგება მიუმატა, რაც მატჩის მოსაგებად საკმარისი აღმოჩნდა. გამარჯვებულებში 10-ქულაზე მეტი ექვსმა კალათბურთელმა დააგროვა.

ჯოელ ემბიდი საუკეთესო იყო: მან 31 ქულა 11 მოხსნა და 3 პასი დააგროვა. მილუოკიდან ზუსტად 31 ქულა დააგროვა კრის მიდლტონმაც, რომელმაც ამ შედეგს 8 მოხსნა და 4 პასი მიუმატა. იანის ანტეტოკუმპოს სამმაგ დუბლამდე 3 პასი დააკლდა - 18 ქულა, 14 მოხსნა და 7 გადაცემა.

ფილას 6 კალათბურთელი, რომლებიც 10 ქულას გადაცდნენ

ტობიას ჰარისი: 22 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი

ალ ჰორფორდი: 11 ქულა, 10 მოხსნა, 5 პასი

ჯოელ ემბიდი: 31 ქულა, 11 მოხსნა, 3 პასი

ბენ სიმონსი: 15 ქულა, 7 მოხსნა, 14 პასი

ჯოშ რიჩარდსონი: 18 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი

ფურკან კორკმაზი: 16 ქულა, 2 მოხსნა

ფილადელფია აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზეა, მილუოკი კი აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერობას ინარჩუნებს. ფილას მომდევნო მეტოქე ორლანდო მეჯიქია, მილუოკი კი ატლანტა ჰოუქსს ესტუმრება.

კომენტარები

ბოლო ამბები