Thumbnail
  • ბაიერნში იჯარით მოთამაშე ბრაზილიელს ინგლისში დაბრუნების შანსი უჩნდება
  • ნახევარმცველით ტოტენჰემი, ჩელსი და მანჩესტერ იუნაიტედი ინტერესდებიან
  • 27 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის გამოსყიდვას გერმანული კლუბიც აპირებს 

ფილიპე კოუტინიოს გადაბირება, რომელიც იჯარით მიუნხენის ბაიერნში გამოდის, ინგლისის პრემიერლიგის სამ კლუბს სურს.

ესპანური მედიის ინფორმაციით, 27 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველის ტრანსფერით, რომელზეც უფლებებს ბარსელონა ფლობს, ლონდონის ტოტენჰემი, ლონდონის ჩელსი და მანჩესტერ იუნაიტედი ინტერესდებიან.

ბრაზილიელის კარიერა კამპ ნოუზე ისეთი ვერ გამოვიდა, როგორსაც მოელოდნენ

ბარსელონამ კოუტინიო მიუნხენის ბაიერნში იჯარით გასულ ზაფხულს, 2020 წლის ივნისამდე გაუშვა. მიმდინარე სეზონში ნახევარმცველმა ბუნდესლიგის 15 მატჩში ითამაშა, გაიტანა 5 გოლი და მიითვალა 6 საგოლე პასი. 

მანამდე გაჩნდა ინფორმაცია, რომ გერმანულ კლუბში კოუტინიოს ტრანსფერის გამოსყიდვაზე უკვე  დაფიქრდნენ, კატალონიელები კი მასში მიღებული თანხით, პარი სენ-ჟერმენიდან ნეიმარის დაბრუნებას განიხილავენ. დაიწერა, რომ გერმანიაში უფრო დიდი ხნით დარჩენა თავად ფეხბურთელსაც სურს.

ბრაზილიელს კარიერის საუკეთესო პერიოდი ლივერპულში თამაშის დროს ჰქონდა

ფილიპე კოუტინიო ინგლისის პრემიერლიგას საკმაოდ კარგად იცნობს, სადაც ლივერპულის ღირსებას 2013-18 წლებში იცავდა.

ბრაზილიელი ფეხბურთელი ბარსელონაში 2018 წლის იანვარში, 104 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადავიდა, კატალონიელებთან კონტრაქტი კი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

კომენტარები

ბოლო ამბები