Thumbnail

რეალს ედეგორი დასჭირდა - მადრიდელები ნორვეგიელს იჯარიდან ვადამდე იბრუნენ

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 21 წლის ნორვეგიელი რეალ სოსიედადში ორწლიანი იჯარით წავიდა
  • ნახევარმცველი ესპანეთის ჩემპიონატში შთამბეჭდავ სეზონს ატარებს
  • რეალს ფეხბურთელის დაბრუნება უკვე ამ სეზონის ბოლოს სურს

მადრიდის რეალი იჯარით გაშვებული ნახევარმცველის, მარტინ ედეგორის დაბრუნებას უკვე სეზონის ბოლოს აპირებს. ამის შესახებ ესპანური მედია იუწყება. 

21 წლის ნორვეგიელი მადრიდელებმა რეალ სოსიედადში ორი სეზონით, გასულ ზაფხულს გაანათხოვრეს, მაგრამ იმდენად აღფრთოვანებული დარჩნენ მისი პროგრესით, რომ ფეხბურთელის დაბრუნება უკვე მომავალ ზაფხულს სურთ.

ვარაუდობენ, რომ მადრიდის რეალსა და რეალ სოსიედადს შორის, ედეგორთან დაკავშირებით დადებული ჯენტლმენური შეთანხმების დარღვევა პრობლემა არ იქნება, რადგან კლუბებს ერთმანეთთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ.

რეალში სადებიუტო მატჩში ედეგორმა რონალდო შეცვალა

მარტინ ედეგორი მადრიდის რეალში 2015 წელს, ნორვეგიული სტრიომგოდსეტიდან გადავიდა, მთავარ გუნდში დებიუტი კი 2014/15 წლების ლა ლიგის ბოლო ტურში, ხეტაფესთან (7:3) ჰქონდა. ნორვეგიელი მაშინ 16 წლისა და 156 დღის იყო და ის გახდა "სამეფო კლუბის" ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში მისი მაისურით ითამაშა. 

მოგვიანებით რეალმა მარტინ ედეგორი იჯარით ჯერ ჰერენვენში, შემდეგ ვიტესში გაუშვა, ბოლოს კი - რეალ სოსიედადში.

იჯარით გაშვებულ ნორვეგიელს გარეტ ბეილიც გულშემატკივრობს

მიმდინარე სეზონში მარტინ ედეგორმა ესპანეთის ჩემპიონატის 16 მატჩში ითამაშა, გაიტანა 4 გოლი და მიითვალა 5 საგოლე პასი. 

ახალგაზრდა ნორვერგიელს მადრიდის რეალთან მოქმედი კონტრაქტი 2023 წლის ივნისამდე აკავშირებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები