Thumbnail

ექვსი ერი - შოტლანდიამ ინგლისს მოუგო და კალკუტას თასს დაეუფლა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • შოტლანდია 25:13 ინგლისი.
  • შოტლანდიელებმა 10-წლის შემდეგ ინგლისს მოუგეს და კალკუტას თასი დაიბრუნეს.
  • ინგლისი მეორე ადგილზე დარჩა - შოტლანდია მესამეზეა.

ექვსი ერის მესამე ტური შოტლანდიისა და ინგლისი მატჩით დასრულდა. შოტლანდიელებმა 10-წლიანი პაუზის შემდეგ ინგლისის დამარცხება მოახერხეს და კალკუტას თასიც დაიბრუნეს.

კალკუტას თასი - 1879-წლიდან ექვსი ერში ინგლისსა და შოტლანდიის შორის გამარჯვებულს გადაეცემა.

შოტლანდიელებმა საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ კიდევ უფრო მეტი შემართებით ითამაშეს. მე-2 წუთზე ლეიდლოუმ ჯარიმა გაიტანა და შოტლანდია დააწინაურა. ინგლისმა ოუენ ფარელის ჯარიმით გაათანაბრა. ერთ წუთში ჰიუ ჯონსის ლელო ვიხილეთ, რომელსაც ლეიდლოუს ზუსტი გარდასახვა მოჰყვა. ფარელმა მე-17 წუთზე კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა.

შოტლანდიელებმა, პირველი ტაიმის დასრულებამდე, სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს. შონ მეიტლენდმა და ჰიუ ჯონსმა ლელოებით გამოიჩინეს თავი - ლეიდლოუმ მხოლოდ ერთი გარდასახვა გამოიყენა და შოტლანდიამ ტაიმი 22:6 მოიგო.

მეორე ნახევარში ოუენ ფარელმა გაიბრძოლა. ტაიმის დასაწყისშივე ლელო დადო, რომელიც თვითონვე გარდასახა. ინგლისელებმა მეტი ვერაფერი მოახერხეს. 65-ე წუთზე ანდერჰილი გაასინბინეს მინდვრიდან. ფინ რასელმა ჯარიმა ზუსტად გაიტანა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში 25:13 დააფიქსირა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ფინ რასელი დასახელდა. ინგლისს 9 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა, შოტლანდიელები ინგლისელებს ერთი ქულით ჩამორჩებიან - ისინი მესამე პოზიციას იკავებენ.

იხილეთ მატჩის საუკეთესო მომენტები

კომენტარები

ბოლო ამბები