Thumbnail
  • გიორგი მაკარიძე დეკემბრის თვის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
  • ქართველ მეკარეს 8 მატჩში გოლი არ გაუშვია

საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მაკარიძე პორტუგალიის პრიმეირა ლიგის დეკემბრის თვის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. მაკარიძეს მიმდინარე სეზონში ჩატარებული 14-შეხვედრიდან 8 მატჩში გოლი არ გაუშვია.

ვიტორია სეტუბალის წარმატება სწორედ გიორგის კარგ თამაშს უკავშირდება. Goalpoint-მა სიმბოლურ ნაკრებში გიორგი მაკარიძესთან ერთად მისი თანაგუნდელი სილვიო პერეირაც შეიყვანა. მაკარიძის გარდა, სიმბოლურ ნაკრებში ბენფიკას 4 ფეხბურთელი მოხვდა. გამოცემამ თითო მოთამაშე პორტოდან და სპორტინგიდანაც გამოარჩია.

Goalpoint მაკარიძეზე: გუნდში მოსვლისთანავე მაკარიძე მთავარი მწვრთნელის ფავორიტი გახდა. მას ხულიო ველასკესი ძალიან ენდობა. ქართველი გოლებსაც უშვებდა, თუმცა გამარჯვებებშიც დიდი წვლილი მიუძღვის. დეკემბერში მაკარიძე ლიგის საიმედო მეკარეებში მესამე ადგილს იკავებდა - მან გუნდი 11-ჯერ გადაარჩინა, აქედან ერთ მომენტში პენალტიც აიღო. მან დარტყმების 79% მოიგერია.

გიორგის სეტუბალი 19 ქულით მე-7 ადგილზეა. პორტუგალიის პრიმეირა ლიგა 6 იანვარს განახლდება. მაკარიძეს პორტუგალიის ჩემპიონატის აღმოჩენასთან მოუწევს შეხვედრა. სეტუბალი ფამალიკაოს ესტუმრება.

კომენტარები

ბოლო ამბები