Thumbnail

ტიმო ვერნერი ჩელსიში? ლამპარდი იანვარში ფულის დახარჯვას აპირებს

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ლამპარდს ლაიპციგიდან ვერნერი სურს
  • ჩელსის სატრანსფერო ბანი მოუხსნეს და კლუბი ზამთარში გაძლიერდება

მოგეხსენებათ ჩელსის სატრანსფერო ბანი ფიფამ მოუხსნა, შედეგად ლონდონელები ზამთარში ფულის დახარჯვას აპირებენ და პირველი რასაც ლამპარდი აპირებს, ეს წინა ხაზის გაძლიერებაა.

როგორც დეილი ექსპრესი წერს, ლამპარდს რბ ლაიპციგის და გერმანიის ნაკრების წევრი - ტიმო ვერნერი სურს. გერმანელს წელს 17 მატჩში, 18 გოლი აქვს გატანილი.

ჩელსის ძირითადი ფორვარდი წელს ტამი აბრაჰამია (11 გოლით), ხოლო ოლივიე ჟირუ და მიში ბაჩუაი წელს ცუდ ფორმაში არიან. ვერნერის სატრანსფერო ფასი 'ექსპრესის' ინფორმაციით 30 მილიონი ევრო იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები